შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2755
2015 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების თაობაზე
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (ს/კ 230866783 ) გათავისუფლდეს „შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“ დაჯარიმების შესახებ“ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 03 აპრილის №დად-1/05 დადგენილებით − ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში, მდინარე რიცეულაზე არსებული „რიცეულა ჰესის“ მიმდებარედ ლითონის კონსტრუქციისაგან უნებართვოდ აშენებული მილის მშენებლობა სათანადო მშენებლობის ნებართვის გარეშე − შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო მეორედ დაკისრებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის ჯარიმის, კერძოდ, 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარის გადახდისაგან და „შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“ დაჯარიმების შესახებ“ სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2015 წლის 29 მაისის №დად-26/05 დადგენილებით − ხედეთურის წყლისა და მდინარე რიცეულას წყალსაშვი გვირაბის დამაკავშირებელი ლითონის მილის მიმდებარედ კაშხლის ტიპის ნაგებობის მშენებლობა სათანადო მშენებლობის ნებართვის გარეშე − შესაბამისი სამშენებლო სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის გამო პირველად დაკისრებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობის ჯარიმის, კერძოდ, 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდისაგან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების თაობაზე“?
- „შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების თაობაზე“ მიღებულია 18.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2755. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020575.
- სად არის „შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებისაგან გათავისუფლების თაობაზე“, №2755, 18.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020575 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3127764/