ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.132.016283
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2015
matsne.gov.ge 470 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 08.05.2019 ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 07.05.2018 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.07.2020 ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.11.2015 სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 20.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №37 2015 წლის 25 დეკემბერი ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კო­დექსის“ 88-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენის წესი, თანახმად დანართისა.   მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის  მერის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენის წესი მუხლი 1🔗 ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მუნიციპალიტეტის მერი) მიერ მუნიცი­პალიტეტის ამომრ­ჩევ­ლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის მერის მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობის და მათთვის გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიშის წარდგენის საკითხებს. მუხლი 2🔗 მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგ­ვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყოს საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდ­გინონ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. მუხლი 3🔗 ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია საჯარო შეხვედრის შესა­ხებ ცნობა გამოაქვეყნოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, ასევე ადგილობრივი მა­სობ­რივი ინფორმაციის საშუალებით, 7 დღით ადრე მაინც. მუხლი 4🔗 საჯარო შეხვედრების მოწყობისა და მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის მომზადების მიზ­ნით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაცია იწყებს მუ­შაობას და ამზადებს ანგარიშს ყოველი წლის სექტემბრის თვეში. მუხლი 5🔗 ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაცია ვალდებულია ქ. ბა­თუმის მუნი­ცი­პალი­ტეტის ყველა სამსახურიდან და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის დაქვემდე­ბარებაში არსებული იურიდიული პირებიდან არაუგვიანეს ყოველი წლის 15 სექტემბრისა გამოითხოვოს ინფორმაცია განხორციელებული, მიმდინარე და განსახორციელე­ბელი ღონისძიებების შესახებ დეტალური ანგარიშის სახით. მუხლი 6🔗 ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაცია ვალდებულია არაუგ­ვიანეს ყოვე­ლი წლის 1 ოქტომბრისა სამსახურების და იურიდიული პირებიდან გამოთხოვილი ანგარი­შების სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე მოამ­ზადოს მუნიციპალი­ტე­ტის მერის ანგარიში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი (განსახორ­ციელებელი) ღონისძიებების შესახებ და წარუდგიმოს მერს განსა­ხილ­ველად. მუხლი 7🔗 ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაცია მერიის შენიშვნების გათვალისწინებით არაუგვინეს ყოველი წლის 5 ოქტომბრისა ამზადებს ანგარიშის საბოლოო სახეს, მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით გეგმავს საჯარო შეხვედრების გრაფიკს (არაუგ­ვიანეს 1 ნოემბრისა) და უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრების შესახებ ინფრმაციის შემუშავებას, გამოქვეყნებასა და ხელ­მი­საწვდომობას. მუხლი 8🔗 საჯარო შეხვედრის მოწყობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს ქ. ბა­თუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაცია, ხოლო საჯარო შეხვედრებს წარმართავს ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირი. მუხლი 9🔗 საჯარო შეხვედრებს ესწრებიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა სამსახურის და იურიდიული პირების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინის­ტრა­ციულ ერთეულებში, ასევე საჭიროებისას სხვა თანამშრომლები, რომლებიც  ვალ­დე­ბული არიან  საჯარო შეხვედრის დროს ანგარი­შის განხილვისას უპასუხონ ამომ­რჩე­ველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მუხლი 10🔗 საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარ­ბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით უზრუნველყოფს ქ. ბათუმის მუნიციპა­ლიტეტის მერის ადმინისტრაცია. მუხლი 11🔗 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას. მუხლი 12🔗 საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები. მუხლი 13🔗 მუნიციპალიტეტის მერის წარდგენილი ანგარიშები ოფი­ციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.