(სს "პარკ პლეისის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/11836-15
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2015 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი - სს ,,პარკ პლეისი ’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 204868492)
დირექტორი - როინ მოსეშვილი
წარმომადგენელი - მალხაზ არბოლიშვილი
გაკოტრების მმართველი - აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ირაკლი წიკლაური
მოთხოვნა - კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,პარკ პლეისის’’ მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.
2015 წლის 04 დეკემბერს სასამართლოს მიერ მოწვეული იქნა კრედიტორთა რიგგარეშე კრება. კრედიტორთა კრებას ესწრებოდა სს ”პარკ პლეისის” კრედიტორთა 51%-ზე ნაკლები ოდენობა, შესაბამისად კრედიტორთა კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება კრებაზე განსახილველ საკითხებზე, რის გამოც სასამართლოს განჩინებით კრედიტორთა მეორე კრება მოწვეული იქნა 2015 წლის 17 დეკემბერს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეთერთმეტე ნაწილის თანახმად, თუ მეორე კრება არ შედგა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, კრების ჩატარების თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 დღისა, იღებს სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწვეული იქნეს კრედიტორთა კრება იმავე დღის წესრიგით, ვინაიდან კრედიტორთა მეორე კრებამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით ,
დაადგინა
1. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 29 იანვარს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე : ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. დაგვიანებული კრედიტორების მოთხოვნათა განხილვა;
1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი