„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის N132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
100040000.22.038.016609
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №14

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №132 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №132 ბრძანებაში (სსმ, 100040000.22.038.016386, 23/07/2014) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის თაობაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული ორი კვირით ადრე. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. დაწესებულება ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ორი კვირისა, უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი ინფორმირებული უნდა იქნეს 10 დღის ვადაში.“;

) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2ქვეპუნქტი:

„21. ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების ერთწლიანი საანგარიშო პერიოდი აითვლება მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების დაწყების დღიდან.“;

) მე-3 მუხლის:

გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ, ხანგრძლივი პაემნებისათვის გამოყოფილ პაემნის ოთახში დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად.“;

გ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ერთზე მეტი არასრულწლოვნის ყოფნის შემთხვევაში ხანგრძლივ პაემნზე მისული სრულწლოვანი პირი ვალდებულია დაწესებულებას წინასწარ აცნობოს იმ პირის ვინაობა, რომელსაც დღის 16.00 საათის შემდგომ ჩააბარებს არასრულწლოვანს/არასრულწლოვნებს.“;

გ.გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. დაწესებულების დირექტორი ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნაზე განცხადების მიღების შემდეგ, თუ არ არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, უფლებამოსილია შეადგინოს გარკვეული გრაფიკი, რა დროსაც განცხადებების შეტანის მიხედვით დაცული უნდა იყოს თანამიმდევრობა.“;

დ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სტუმრებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისათვის დაწესებული საფასურის გადახდას უზრუნველყოფს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).“;

) მე-5 მუხლის:

.) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პაემნის ოთახს იცავს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ან უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეები.“;

.) მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) არ დაუშვებს გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, პაემნის ოთახიდან გამომსვლელი და შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებულს ახლავს დაწესებულების წარმომადგენელი.“;

.) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სტუმარს სრული შემოწმება უტარდება ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობამდე და მის შემდეგ. სრული შემოწმებისას ხდება სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. შემოწმებას ატარებს დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი.

6. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სტუმარს, რომელიც პაემნის ოთახის საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გადის, განზრახული აქვს შეიტანოს პაემნის ოთახში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და აკრძალული საკვები პროდუქტები ან გაიტანოს არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, დაწესებულების წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს, რომ მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას ოპერატიული მორიგის გამოძახების საფუძველზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავებს პირს და დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.“;

) მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას „თქვენობით’’ მიმართვის ფორმა.

6. დაწესებულების დირექტორს უფლება აქვს ხანგრძლივი პაემნის გაცემისას განცხადებების შეტანის მიხედვით დაიცვას თანმიმდევრული რიგითობა.“;

ზ) მე-7 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მსჯავრდებულს ან სტუმარს უფლება აქვთ, პირადი მოთხოვნებიდან ან უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე, ტელეფონით დაუკავშირდეს დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომელს.

7. ხანგძლივი პაემნით მოსარგებლე პირების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტელეფონით დაწესებულების უფლებამოსილ თანამშრომელთან კონტაქტის დროს, გარკვეული ეჭვის არსებობის საფუძველზე დაწესებულების შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია შევიდეს პაემნის ოთახში და შეამოწმოს იქ არსებული მდგომარეობა.“;

თ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ხანგრძლივი პაემნის შეწყვეტის წესი

1. ხანგრძლივი პაემანი შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს, მსჯავრდებულის ან მისი სტუმრის მოთხოვნით.

2. დაწესებულების შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს შეწყვიტოს პაემანი მსჯავრდებულის ან სტუმრის მოთხოვნით, ანდა თუ მსჯავრდებულსა და სტუმარს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რომელიც ხელს უშლის პაემნის მიზნის შესრულებას ან საფრთხეს უქმნის მსჯავრდებულის ან სტუმრის უსაფრთხოებას.

3. ხანგრძლივი პაემნის შეწყვეტისას დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს ოქმს.“;

ი) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

მუხლი 9. ხანგრძლივი პაემნის განხორციელების დროებითი წესი

1. იმ დაწესებულებაში, რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული, არ არის ხანგრძლივი პაემნის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მსჯავრდებული შესაძლებელია, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით, დროებით გაიყვანონ იმ დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელია ხანგრძლივი პაემნის განხორციელება.

2. ხანგრძლივი პაემნის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულს, როგორც წესი, დაუყოვნებლივ დააბრუნებენ იმ დაწესებულებაში, საიდანაც იგი გაიყვანეს ხანგრძლივი პაემნის უფლების განსახორციელებლად. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის დაბრუნება შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო, აღნიშნული მიზეზების აღმოფხვრამდე მსჯავრდებულს დროებით დატოვებენ იმ დაწესებულებაში, რომელშიც გაიყვანეს ხანგრძლივი პაემნის განხორციელებისათვის, ხოლო შემაფერხებელი მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ იგი უნდა დაბრუნდეს იმ დაწესებულებაში, საიდანაც იგი დროებით გაიყვანეს.

3. მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გაყვანის შემთხვევაში, მასზე ვრცელდება ის უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია იმ ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის, სადაც განთავსებული იყო მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენისას, მის მიმართ დისციპლინური დარღვევის საქმეს განიხილავს იმ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ხანგრძლივი პაემნის განხორციელებისათვის.“;

კ) დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №3

ფორმა

მონაცემები სტუმრის შესახებ

 

სტუმარი:   __________________________________________________________________

(სახელი, გვარი)

სტუმრის პირადი №  ________________________________________________________

(ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

სტუმრის დაბადების თარიღი ________________________________________________

                                                                          (დღე, თვე, წელი)

 

სტუმრის ნათესაური კავშირი მსჯავრდებულთან ______________________________

 

პენიტენციური  დაწესებულება_______________________________________________

 

ხანგრძლივი პაემნის თარიღი ________________________________________________

 

მსჯავრდებული: ___________________________________________________________

                                                        (სახელი, გვარი, მამის სახელი)

 

მსჯავრდებულის დაბადების თარიღი ________________________________________

                                                                                                 (დღე, თვე, წელი)

 

მსჯავრდებულის პირადი ნომერი ____________________________________________

(ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

დაწესებულების სოციალური განყოფილების

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი