ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
ბ) მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;
დ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.
2. დამტკიცდეს ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთები და გადახდის ინსტრუქციები:
ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №1);
ბ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №2) და ქვითრის ფორმები (დანართი №3 და №4);
გ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №5);
დ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №6