აღსრულების ეროვნული ბიურო - თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება N2/19492015 (შპს "პურის მიმღების" მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/19492-2015
კრედიტორთა კრების ოქმი
(ამონაწერი)
2015 წლის 16 დეკემბერი
ქ . თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
ს ს ,,პურის მიმღები ს” კრედიტორთა კრება
მოსამართლე აცხადებს: ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას, მაშინ კრედიტორთა კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი და იწყება გაკოტრების საქმის წარმოება ამ კანონით დადგენილი წესით.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა, ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კრედიტორებს არ წარმოუდგენიათ გაკოტრების მმართველის კანდიდატურა, ამასთან, მოვალე და კრედიტორები თანახმა არიან გაკოტრების მმართველად დაინიშნოს აღსრულების ეროვნულ ბიურო, სს ,,პურის მიმღების”მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და სს ,,პურის მიმღების”გაკოტრების მმართველად უნდა დაინიშნოს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 21-ე, 37-ე მუხლებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
ადგილზე თათბირით დაადგინა :
1. სს ,,პურის მიმღების”მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
2. სს ,,პურის მიმღების”გაკოტრების მმართველად დაინიშნოს ს სიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“.
3. განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით,განჩინების გამოცხადებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი