საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.12.2004 ძალადაკარგული 23.12.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№682
სარეგისტრაციო კოდი
110.050.140.05.001.001.621
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 2, 10/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – 2500 ლარი;

ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 2300 ლარი;

გ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 2200 ლარი;

დ) უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – 2100 ლარი;

ე) საოლქო (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი) სასამართლოს თავმჯდომარე – 1800 ლარი;

ვ) საოლქო (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი) სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 1700 ლარი;

ზ) საოლქო (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი) სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 1650 ლარი;

თ) საოლქო (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი) სასამართლოს მოსამართლე – 1600 ლარი;

ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 1350 ლარი;

კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე – 1250 ლარი.

    მუხლი 2

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე“ (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 19) და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 სექტემბრის №373 ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატების განსაზღვრისა და საცხოვრებელი ბინის დაქირავების ხარჯების შესახებ“.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 21 დეკემბერი.

№682რს