„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №36 |
|
2016 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი |
1. 11 და 12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გაიცემა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. ოკუპირებულ საზღვაო ზონებში აკრძალული საქმიანობის განხორციელებისათვის, ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების გაცემის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფიდან.
12. განსაკუთრებულ შემთხვევაში, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალურ ნებართვას გასცემს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ წესის 13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გაცემის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.“.
2. 16 და 17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით გათვალისწინებული კონტროლის გარეშე ან დადგენილი პირობების დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის აკრძალვისა და ამავე საქმიანობის განხორციელებისათვის გაცემული თანხმობის გაუქმების საფუძველს. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატყობინებს საქმიანობის განხორციელებისათვის შესაბამისი თანხმობის გამცემ სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
17. 15 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების დროს, თუ გემზე აღმოჩნდება პირი, რომელსაც არ ექნება უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.01.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.01.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №36. სარეგისტრაციო კოდი — 010040000.10.003.019100.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №36, 18.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 010040000.10.003.019100 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3165226/