„ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №2554 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №15
2016 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
„ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №2554 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ჭიათურის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის №2554 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და:
ა) განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“;
ბ) განკარგულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ) და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული ძველი საბაგირო სადგურების, ხაზებისა და საყრდენი სვეტების სადემონტაჟო სამუშაობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში, უზრუნველყოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის დამტკიცებული „ჭიათურის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი“ (Government of France) ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 10) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი