შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 08.01.2016
ძალაში შესვლა 01.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020668
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.default, li.default, div.default { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
span.apple-converted-space {}
p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
span.PlainTextChar { }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №19
2016 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, 2016 წლის განმავლობაში, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფამ“ (ს/კ: №404482537) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განახორციელოს:
ა) საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან და სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციებთან (მ.შ. NATO) არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეთა და თანმხლებ პირთა კვებითი უზრუნველყოფისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები, სავარაუდო წლიური ღირებულებით − 800 000 (რვაასი ათასი) ლარი, რაც შეიძლება გაიზარდოს საჭიროების შესაბამისად;
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული კომერციული სასადილოსა და სამხედრო ნაწილებში მდებარე მაღაზიების სხვადასხვა საქონლით (საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, სასმელი, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები და სხვა) მომარაგების უზრუნველყოფისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ კომერციული სასადილოსა და სამხედრო ნაწილებში მდებარე მაღაზიების მოსაწყობად განკუთვნილი ფართის იჯარით გაცემამდე, სავარაუდო წლიური ღირებულებით − 760 000 (შვიდას სამოცი ათასი) ლარი, რაც შეიძლება გაიზარდოს საჭიროების შესაბამისად;
გ) სამხედრო ნაწილების სამზარეულოებისა და დანადგარების ფუნქციონირებისათვის საჭირო ელექტრო, სანტექნიკური, სამეურნეო დანიშნულების მატერიალური საშუალებების, სათადარიგო ნაწილების, დანადგარების შეკეთების მომსახურებებისა და მსგავსი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები, სავარაუდო წლიური ღირებულებით − 520 000 (ხუთას ოცი ათასი) ლარი, რაც შეიძლება გაიზარდოს საჭიროების შესაბამისად.
2. იმ შემთხვევაში, თუ შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერს მიენიჭება ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ3 − ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემდეგი სტატუსები: ტენდერი არ შედგა, დასრულდა უარყოფითი შედეგით, შეწყდა ან განხორციელდა ელექტრონული ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფას“, სამხედრო მოსამსახურეთა უწყვეტი კვებითი მომარაგების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება, 2016 წლის განმავლობაში, „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კლასიფიკატორის ჯგუფზე (CPV კოდი) ერთჯერადად, სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, ნაცვლად შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერისა.
3. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი