ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (12 მუხლი)
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2016 წლის 21 იანვარი ქ. ლანჩხუთი |
|
ა) მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა – განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ცნობა სოციალური სააგენტოდან, რომ არის სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე.
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა – განცხადება, მშობლების პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები, მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი, ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიში და სოციალური სააგენტოდან სარეიტინგო ქულის ამონაწერი.
გ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა – განცხადება, ცნობა, რომ ბენეფიციარს არ აქვს საცხოვრებელი ფართი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დასკვნა სახლის მდგომარეობის შესახებ, განმცხადებლის და საცხოვრებელი ფართის მეპატრონის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ფართის მეპატრონის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, ბენეფიციარსა და საცხოვრებელი ფართის მეპატრონეს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება და საცხოვრებელი ფართის მეპატრონის ბანკის ანგარიში.
დ) სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა - განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ცნობა სოციალური სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, საბანკო ანგარიში.
ე) მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა – მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ა(ა)იპ ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პრორექტორს შორის გაფორმებული შეთანხმების აქტი, პრორექტორის მიერ თანხის ყოველთვიური მოთხოვნა.
ვ) ცენტრ „იავნანას“ თანადაფინანსების პროგრამა – გახარჯული კომუნალური, ჰიგიენისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების თანხის კალკულაციის წარმოდგენა;
ზ) ბიკარბონატული ჰემოდიალეზით – თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა – განცხადება, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბენეფიციარის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში და პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი.
თ) იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა – განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიში.
ი) ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანადაფინანსების, ეროვნულ სკრინინგ ცენტრიდან და სამედიცინო დაწესებულებაში მოწვეული სპეციალისტების ბინით უზრუნველყოფის პროგრამა – ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ ლანჩხუთში მოვლინებული სამედიცინო პერსონალის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა, მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების დროს გახარჯული ელექტროენერგიის ქვითარის წარმოდგენა, გამქირავებელს და დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება. პაციენტის გამოკვლევისათვის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების საჭიროების შემთხვევაში – ცენტრის დასკვნა სამედიცინო დაწესებულების ადგილმდებარეობის მითითებით, პაციენტის საბანკო ანგარიში. წითელი ჯვრის მიერ წარმოდგენილ პროგრამებზე გახარჯული თანხის კალკულაციის წარმოდგენა და საბანკო ანგარიში.
კ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამა – განცხადება, ბენეფიციარის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის დასკვნა სახლის მდგომარეობის შესახებ, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის (საკრებულოს წევრის) შუამდგომლობა. „ც“ ჰეპატიტთან დაკავშირებით დიაგნოსტიკური კველვების ჩატარებაზე მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის: ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV – 100/ა ან „ც“ ჰეპატიტის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა, ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.
ლ) ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ სარეაბილიტაციო პროგრამა ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალებისათვის -ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ პროგრამებზე გახარჯული თანხის კალკულაციის წარმოდგენა და საბანკო ანგარიში.
მ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა – განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.01.2017.
- როდის იქნა მიღებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.01.2016. მიმღები ორგანო — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 190020020.35.112.016252.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.01.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 12 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, №1, 21.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016252 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3168043/