წუნდებული პროდუქტით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობისას მტკიცების ტვირთი ეკისრება დაზარალებულს.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6151 – ვებგვერდი, 25.05.2012
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 1012-ე მუხლი · სკ 1012
წუნდებული პროდუქტით მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობისას მტკიცების ტვირთი ეკისრება დაზარალებულს.
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6151 – ვებგვერდი, 25.05.2012
სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 1012-ე მუხლი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი მთლიანად დაზარალებულს ეკისრება. დაზარალებულმა (მოსარჩელემ) წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ელექტროენერგიის ზემოქმედების შედეგად ხანძრის გაჩენის ფაქტი, რაც თავისთავად გამორიცხავს ენერგოკომპანიის ბრალის არსებობას.
ზოგიერთ შემთხვევაში მატერიალური სამართლის ნორმებით მტკიცების ტვირთი შებრუნებულია ( სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, 992-ე, 995-ე, 1012-ე მუხლები და სხვ), რა დროსაც მოწინააღმდეგე მხარემ უნდა ამტკიცოს, რომ მისი ქმედება მართლსაწინააღმდეგო არ არის.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები“, სკ-ის მეოთხე კარი, 415-ე და 1012-ე მუხლები, ასევე, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა _ სკ-ის 409-ე, 413-ე და 1000-ე მუხლები.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1012, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1012/