1. მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ზედამხედველობის შედეგების ასახვის მიზნით იქმნება შესაბამისი მონაცემთა ბაზა.

2. მონაცემთა ბაზაში შეიტანება:

ა) მეურვეობის/მზრუნველობის დაწესების შესახებ მონაცემები;

ბ) მხარდაჭერის დაწესების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მონაცემები;

გ) სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის/მხარდაჭერის მიმღების და მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის პირადი მონაცემები;

დ) მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლების, მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მონაცემები;

ე) მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ მონაცემები;

ვ) მხარდაჭერის მიმღების მიერ ქონებრივი უფლებების განხორციელების შესახებ მონაცემები;

ზ) მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულების დარღვევის შესახებ მონაცემები;

თ) სტაციონარში მოთავსებულ მხარდაჭერის მიმღებთა შესახებ ინფორმაცია;

ი) ზედამხედველობის შედეგების მოკლე აღწერა;

კ) სხვა მონაცემები, რომლებიც ეხება სამეურვეო პირს/სამზრუნველო პირს/მხარდაჭერის მიმღებს და რომლებიც, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანია მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის განსახორციელებლად.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

თავი მეოთხე

არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების და ბავშვთან ურთიერთობის უფლებები

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015