1.
საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი.
2.
საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს, აგრეთვე:
ა)
შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს;
ბ)
ამ დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა სრულწლოვან პირს.
3.
ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებული პირები საერთო კრების საქმიანობაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომ - „კოდექსი“) და ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
4.
საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული (შემდგომში - „რჩეული“).
5.
საერთო კრებას ჰყავს საერთო კრების მდივანი (შემდგომში - „მდივანი“).
6.
საერთო კრების მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით პირის მონაწილეობის თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, პირი საკუთარ უფლებას ადასტურებს შესაბამის დასახლებაში ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და საერთო კრებაზე დამსწრე არანაკლებ 3 სრულუფლებიანი წევრის ხელმოწერილი სამეზობლო აქტით.
7.
საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა
ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.01.2016
მუხლი 3. საერთო კრების შემადგენლობა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში:
- მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა
- მუხლი 1. დასახლების საერთო კრების ცნება
- მუხლი 2. საერთო კრების საქმიანობის პრინციპები
- მუხლი 4. საერთო კრების უფლებამოსილება
- მუხლი 5. საერთო კრების გადაწყვეტილება
- მუხლი 6. საერთო კრების მოწვევის უფლების მქონე სუბიექტები:
- მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 8. გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 9. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 10. საერთო კრების საქმიანობის წესი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2016. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/02/2016.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №3, 28.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016186 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3173181/muxli-3-2/