1.
დასახლებაში, სადაც არჩეულია რჩეული, გამგებელი ვალდებულია საკუთარი ინიციატივით, უზრუნველყოს საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.
2.
გამგებელს არ აქვს უფლება რჩეულის არჩევის საკითხი შეიტანოს საერთო კრების დღის წესრიგში. საერთო კრების გამგებლის მიერ მოწვევის შემთხვევაში, რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება.
3.
გამგებელი, მისი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამსახურის მეშვეობით, ან/და გამგეობის სხვა სამსახურებთან ერთობლივად უზრუნველყოფს საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას.
4.
საერთო კრების მოწვევის თარიღად განისაზღვრება გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე და არაუგვიანეს 30-ე დღისა