1.
რჩეული:
ა)
უძღვება და თავმჯდომარეობს საერთო კრების მუშაობას;
ბ)
ადგენს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თანმიმდევრობას და განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას;
გ)
განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას, აკონტროლებს გამომსვლელთა მიერ დროის რეგლამენტის დაცვას;
დ)
ახდენს დამსწრე წევრთა რეგისტრაციას, ადასტურებს კვორუმის არსებობას, სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე)
უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას;
ვ)
უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს გამგებლის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში;
ზ)
შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს გამგებლის მიერ საერთო კრების გადაწყვეტილებების განხილვაში;
თ)
საერთო კრების გადაწყვეტილებით ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებით სარგებლობს აგრეთვე ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი.
3.
რჩეული ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. რჩეული, საერთო კრების ყოველი შეკრებისას, საერთო კრების წინაშე წარსდგება ანგარიშით გაწეული საქმიანობის შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.01.2016
მუხლი 12. რჩეულის უფლებამოსილება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 6. საერთო კრების მოწვევის უფლების მქონე სუბიექტები:
- მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 8. გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 9. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 10. საერთო კრების საქმიანობის წესი
- მუხლი 11. ოქმი
- მუხლი 13. რჩეულის უფლებამოსილების ვადა
- მუხლი 14. რჩეულის არჩევის წესი
- მუხლი 15. რჩეულის არჩევის პროცედურა
- მუხლი 16. რჩეულის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
- მუხლი 17. რეგულირების სფერო
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2016. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/02/2016.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 12, №3, 28.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016186 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3173181/muxli-12/