1.
საერთო კრებაზე დგება ოქმი. ოქმში მიეთითება:
ა)
ოქმის ნომერი;
ბ)
საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;
გ)
საერთო კრებაზე განხილული საკითხი (საკითხები) და მიღებული გადაწყვეტილება, კენჭისყრის შედეგების ჩათვლით;
დ)
საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;
ე)
სხვა ინფორმაცია (საჭიროების შემთხვევაში).
2.
საერთო კრების ოქმს ხელს აწერს რჩეული, ან ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი და სხდომის მდივანი.
3.
სხდომის ოქმის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად, სადაც ეს შესაძლებელია, იქმნება სხდომის აუდიო ვერსიაც, რომელიც ინახება ბეჭდურ ვერსიასთან ერთად.
4.
საერთო კრების გადაწყვეტილება, შესაბამის სხდომაზე მიღებული ოქმის ფორმით, რჩეულის ან ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირის მიერ, რეაგირებისთვის წარედგინება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს კრების გამართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
5.
სხდომის აუდიო ვერსია და ოქმი ინახება მუნიციპალიტეტის გამგეობაში.თავი III
საერთო კრების რჩეულ
ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.01.2016
მუხლი 11. ოქმი
მთავარი მონაცემები
- ვადა 7 სამუშაო დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. საერთო კრების გადაწყვეტილება
- მუხლი 6. საერთო კრების მოწვევის უფლების მქონე სუბიექტები:
- მუხლი 7. ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 8. გამგებლის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 9. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევა
- მუხლი 10. საერთო კრების საქმიანობის წესი
- მუხლი 12. რჩეულის უფლებამოსილება
- მუხლი 13. რჩეულის უფლებამოსილების ვადა
- მუხლი 14. რჩეულის არჩევის წესი
- მუხლი 15. რჩეულის არჩევის პროცედურა
- მუხლი 16. რჩეულის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2016. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/02/2016.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №3, 28.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016186 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3173181/muxli-11/