1.
რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს, საერთო კრების მოწვევის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. რჩეულის კანდიდატად არ შეიძლება დასახელდეს ამ დებულების მე-16 მუხლით განსაზღვრული პირი.
2.
რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციის თაობაზე გამგებელთან წერილობითი განაცხადის შეტანისა და გამგებლის მიერ დადგენილი ნიმუშის ბლანკების გაცემის მოთხოვნის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველს.
3.
რჩეულის კანდიდატურის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში არსებული ხელმოწერების ნამდვილობა, ამ დებულების მე-7 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, მოწმდება ადმინისტრაციული სამსახურის მიერ, დოკუმენტაციის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
4.
თუ დადგინდება, რომ ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა საერთო კრების წევრთა 5%-ზე ნაკლებია, ან წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ დებულების მე-7 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ პირს უარი ეთქმის რეგისტრაციაზე, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
5.
გამგეობა, ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია გასცეს ცნობა რჩეულის კანდიდატურის რეგისტრაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.
6.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, რჩეულის რეგისტრირებული კანდიდატების სიას წარუდგენს საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც, საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, აცხადებს არჩევის პროცედურის დაწყებას