1.
დასახლების საერთო კრება ტარდება დასახლების ცალკეულ ნაწილებში, უბნის კრების სახით. ერთი დასახლების უბნების კრებები ერთი საერთო კრებისთვის უნდა ჩატარდეს თანმიმდევრობით ერთი კვირის ვადაში.
2.
ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვორუმი და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საერთო კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობა იანგარიშება ყველა უბნის კრებების დამსწრეთა საერთო რაოდენობიდან.
3.
საერთო კრებას დასახლების ცალკეულ ნაწილებში/უბნებში გამართვისას კენჭისყრები იმართება ცალ-ცალკე თითოეულ ნაწილში/უბანში. დასახლების ცალკეულ ნაწილებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგები ჯამდება, რის შედეგადაც დგინდება კენჭისყრის საბოლოო შედეგი.
4.
ერთი და იმავე საერთო კრებისთვის დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართული შეხვედრების დღის წესრიგი იდენტურია.
5.
უბნის კრებას წარმართავს და თავმჯდომარეობს რჩეული ან ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირი.
6.
დასახლებაში რეგისტრირებული საერთო კრების წევრი ხმის უფლებით მონაწილეობს დასახლების საერთო კრების მხოლოდ ერთი უბნის კრებაში