1. საერთო კრებაზე დგება ოქმი. ოქმში მიეთითება:

ა) საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი;

ბ) ოქმის ნომერი;

გ) საერთო კრებაზე განხილული საკითხი/საკითხები და მიღებული გადაწყვეტილება, კენჭისყრის შედეგების ჩათვლით;

დ) საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა;

ე) სხვა ინფორმაცია (საჭიროების შემთხვევაში).

2. საერთო კრების ოქმს ხელს აწერს რჩეული ან ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი და სხდომის მდივანი.

3. სხდომის ოქმის ბეჭდურ ვერსიასთან ერთად, სადაც ეს შესაძლებელია იქმნება სხდომის აუდიოვერსიაც, რომელიც ინახება ბეჭდურ ვერსიასთან ერთად.

4. საერთო კრების გადაწყვეტილება, შესაბამის სხდომაზე მიღებული ოქმის ფორმით რჩეულის ან ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პირის მიერ, რეაგირებისთვის წარედგინებათ მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს კრების გამართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

5. სხდომის აუდიოვერსია და ოქმი ინახება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

თავი IIIსაერთო კრების რჩეუ