1. რჩეული:

ა) უძღვება და თავმჯდომარეობს საერთო კრების მუშაობას;

ბ) ადგენს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თანმიმდევრობას და განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას;

გ) განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას, აკონტროლებს გამომსვლელთა მიერ დროის რეგლამენტის დაცვას;

დ) ახდენს დამსწრე წევრთა რეგისტრაციას, ადასტურებს კვორუმის არსებობას, სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ე) უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას;

ვ) უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს წყალტუბოს მუნიციალიტეტის გამგებლის მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში.

ზ) შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრების გადაწყვეტილებების განხილვაში;

თ) საერთო კრების გადაწყვეტილებით ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’-,,ვ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებით სარგებლობს, აგრეთვე ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთო კრების თავმჯდომარეობაზე უფლებამოსილი პირი.

3. რჩეული ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. რჩეული, საერთო კრების ყოველი შეკრებისას, საერთო კრების წინაშე წარსდგება ანგარიშით გაწეული საქმიანობის შესახე