1. რჩეულად არ შეიძლება არჩეულ იქნეს:

ა) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

ბ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელე;

გ)წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;

დ)წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი;

ე) პირი, რომელიც არ არის შესაბამისი დასახლების საერთო კრების წევრი.

2. რჩეულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’-,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რჩეულს უწყდება უფლებამოსილება.

თავი IVგანსაკუთრებული დებულებები დასახლებისთვის, სადაც რეგისტრირებულია 501-2000 ამომრჩევე