ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2016 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ გეგმური და ურგენტული ოპერაციები. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
2. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად, არაუმეტეს 500 ლარის ფარგლებში ფინანსური დახმარება, ასევე, გაეწევათ ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილ იმ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ დაავადების განსაკუთრებით რთული ფორმა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე.
3. დახმარების მიმღები (პაციენტი) დაფინანსებას მიიღებს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე);
ბ)დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობისა და დევნილობის მოწმობის ასლები; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ;
ე) ოპერაციის შემთხვევაში პაციენტმა დამატებით უნდა წარმოდგინოს:
ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა (სოციალური მომსახურების სააგენტოდან) – ასეთის არსებობის შემთხვევაში;
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით დახმარების მიმღების (განცხადების წარმომდგენის) პირად ანგარიშზე.
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ დევნილთა ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, სასურსათო კალათით (თითოეულ კალათში შევა: ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი წიწიბურა).
2. დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებსერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას.
3. დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-51 მუხლი:
1.ერთჯერად 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში დაშეუსრულდათ 80 და მეტი წელი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ
პირად ანგარიშზე.
|