მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020707
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2016
matsne.gov.ge 1,793 სიტყვა · ~9 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
ბენეფიციარი
ფიზიკური პირი (ფერმერი), რომელსაც საკუთრებაში  ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს 1.25 ჰა ფართობის ჩათვლით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე დროს, ფერმერების საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰა-ს
მუხლი 2
სარგებელი
ბენეფიციარების მიერ სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების შესყიდვის სუბსიდირება სააგენტოს მიერ
მუხლი 2
სააგენტო
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
მუხლი 2
ხვნის ბარათი
მატერიალიზებული ფორმის დოკუმენტი, რომელზეც აღნიშნულია ბენეფიციარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, მის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი და რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხვნის მომსახურების მისაღებად
მუხლი 2
აგრობარათი
საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელზეც გაკეთებულია წარწერა - „აგრობარათი“, რომელზეც ჩაირიცხება ქულები და რომელიც გამოიყენება ბენეფიციარის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქონლის (სასუქი ან/და მცენარეთა დაცვის საშუალებები ან/და სათესლე და სარგავი მასალა) შესყიდვის მიზნით (ერთი ქულა უდრის ერთ ლარს)
მუხლი 2
შპს „მექანიზატორი“
სააგენტოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
მუხლი 2
მიმწოდებელი
სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელი, რომელთანაც სააგენტოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება
მუხლი 2
სამუშაოს შემსრულებელი
ხვნის ბარათით გათვალისწინებული სამუშაოს შემსრულებელი, რომელთანაც სააგენტოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება.  მუხლი 3. პროექტის აღწერა  1. პროექტის წარმატების უმნიშვნელოვანეს საწინდარს წარმოადგენს ბენეფიციართა ზუსტი სიების დადგენა. 2015 წლის მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ბენეფიციართა რაოდენობამ 767,018ფერმერი შეადგინა, რომელთა საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში იყო 0-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ფართობები. ამავე დროს, ფერმერების საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ აღემატებოდა 5 ჰა-ს.  2. ბენეფიციარები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან 2 კატეგორიად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. 2015 წელს განხორციელებული საგაზაფხულო პროექტის მონაცემებით, 231,438 ბენეფიციარის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაშია 32,066 ჰა მიწის ფართობი (0-დან 0,25 ჰა-ის ჩათვლით, სახნავი და მრავალწლიანი). 0,25-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით, სახნავი და მრავალწლიანი ფართობის მქონე 535,580 ბენეფიციარის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაშია 323,484 ჰა მიწის ფართობი. №1 ცხრილში მოცემულია ფერმერების რაოდენობის განაწილება რეგიონების და კატეგორიების მიხედვით, 2015 წლის საგაზაფხულო პროექტის მონაცემების შესაბამისად. ცხრილი №1 3. 2016 წელს განსახორციელებელი პროექტის პოტენციურ ბენეფიციართა რაოდენობა განსაზღვრულია 2015 წლის მონაცემებზე დაყრდნობით და შეადგენს 767,018ბენეფიციარს.პოტენციური ბენეფიციარების სიების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაზუსტების შემდგომ შესაძლებელია, აღნიშნული მონაცემი დაკორექტირდეს უმნიშვნელოდ.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (6)
კლასიფიცაცია ბენ რ-ბა
0.25-1.25 ჰა სახნავი (მოიხნა) 478,966
0.25-1.25 ჰა მრავალწლიანი 56,614
0-0.25 ჰა სახნავი 187,787
0-0.25 ჰა მრავალწლიანი 43,651
ჯამი 767,018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 97% 05.02.2015 „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 30.07.2015 „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 23.06.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მზიანი მოსავლისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ქონების იჯარით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 85% 11.01.2017 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 84% 02.08.2016

დოკუმენტის ტექსტი

მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} span.PlainTextChar { } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.FooterChar { } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №52 2016 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 10.1.8 პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს თანდართული „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“. 2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული პროექტის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამიდან: „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 01 08).  3. დაევალოს ა(ა)იპ – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარების მიერ სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების შესყიდვის სუბსიდირების გზით, აღნიშნული პროექტის განხორციელება. 4. ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, უზრუნველყონ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა ან ფაქტობრივ მფლობელთა დაზუსტებული მონაცემების მიწოდება, ხვნის ბარათების ბენეფიციარებზე დარიგების განხორციელება და ა(ა)იპ _ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების მიერ ხვნის სამუშაოების შესრულების კოორდინაცია. პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი  მუხლი 1🔗. პროექტის მიზანი და ამოცანები 1.„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ (შემდგომში – პროექტი) მიზანია, 2016 წლის საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო პირველადი წარმოების აგროტექნოლოგიური ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობით, მცირემიწიანი ფერმერების საქმიანობის სტიმულირების გაგრძელება, მათი მდგრად და განვითარებად ფერმერულ მეურნეობებად ჩამოსაყალიბებლად. 2. პროექტის ამოცანებია: ა) ერთწლიანი კულტურების წარმოების აგროტექნიკური (ხვნა) ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა სუბსიდიის გზით; ბ) იმ მცირემიწიანი ფერმერების საქმიანობის ხელშეწყობა სუბსიდიის გზით (სასუქით ან/და მცენარეთა დაცვის საშუალებებით ან/და სათესლე და სარგავი მასალით უზრუნველყოფა), რომელთაც თავიანთ მიწის ნაკვეთებზე მხოლოდ მრავალწლიანი კულტურები აქვთ. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები პროექტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბენეფიციარიფიზიკური პირი (ფერმერი), რომელსაც საკუთრებაში  ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს 1.25 ჰა ფართობის ჩათვლით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამავე დროს, ფერმერების საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰა-ს; ბ) სარგებელი – ბენეფიციარების მიერ სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების შესყიდვის სუბსიდირება სააგენტოს მიერ; გ) სააგენტოარასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო; დ) ხვნის ბარათი – მატერიალიზებული ფორმის დოკუმენტი, რომელზეც აღნიშნულია ბენეფიციარის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, მის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი და რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხვნის მომსახურების მისაღებად; ე) აგრობარათი – საბანკო პლასტიკური ბარათი, რომელზეც გაკეთებულია წარწერა - „აგრობარათი“, რომელზეც ჩაირიცხება ქულები და რომელიც გამოიყენება ბენეფიციარის მიერ სასოფლო-სამეურნეო საქონლის (სასუქი ან/და მცენარეთა დაცვის საშუალებები ან/და სათესლე და სარგავი მასალა) შესყიდვის მიზნით (ერთი ქულა უდრის ერთ ლარს); ვ) შპს „მექანიზატორი“ – სააგენტოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება;  ზ) მიმწოდებელი – სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელი, რომელთანაც სააგენტოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება;  თ) სამუშაოს შემსრულებელი – ხვნის ბარათით გათვალისწინებული სამუშაოს შემსრულებელი, რომელთანაც სააგენტოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება.  მუხლი 3🔗. პროექტის აღწერა  1. პროექტის წარმატების უმნიშვნელოვანეს საწინდარს წარმოადგენს ბენეფიციართა ზუსტი სიების დადგენა. 2015 წლის მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ბენეფიციართა რაოდენობამ 767,018ფერმერი შეადგინა, რომელთა საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში იყო 0-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით მიწის ფართობები. ამავე დროს, ფერმერების საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ აღემატებოდა 5 ჰა-ს.  2. ბენეფიციარები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან 2 კატეგორიად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. 2015 წელს განხორციელებული საგაზაფხულო პროექტის მონაცემებით, 231,438 ბენეფიციარის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაშია 32,066 ჰა მიწის ფართობი (0-დან 0,25 ჰა-ის ჩათვლით, სახნავი და მრავალწლიანი). 0,25-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით, სახნავი და მრავალწლიანი ფართობის მქონე 535,580 ბენეფიციარის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაშია 323,484 ჰა მიწის ფართობი. №1 ცხრილში მოცემულია ფერმერების რაოდენობის განაწილება რეგიონების და კატეგორიების მიხედვით, 2015 წლის საგაზაფხულო პროექტის მონაცემების შესაბამისად. ცხრილი №1 3. 2016 წელს განსახორციელებელი პროექტის პოტენციურ ბენეფიციართა რაოდენობა განსაზღვრულია 2015 წლის მონაცემებზე დაყრდნობით და შეადგენს 767,018ბენეფიციარს.პოტენციური ბენეფიციარების სიების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაზუსტების შემდგომ შესაძლებელია, აღნიშნული მონაცემი დაკორექტირდეს უმნიშვნელოდ. მუხლი 4🔗. ფერმერებისთვის სარგებლის გადაცემა პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები სარგებელს მიიღებენ 2 გზით:  ა) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის მიიღებენ ხვნის ბარათს, რომლითაც შეისყიდიან ხვნის მომსახურებას სააგენტოს კონტრაქტორებისგან; ბ) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად, 2016 წლის ის ბენეფიციარები, ვინც მონაწილეობდნენ 2015 წლის პროექტშიც,ისარგებლებენ მათ მფლობელობაში არსებული აგრობარათებით, ხოლო ახალ ბენეფიციარებს დაურიგდებათ ახალი აგრობარათები, რომლითაც შეისყიდიან სასოფლო-სამეურნეო საქონელს სააგენტოს კონტრაქტორებისგან.   მუხლი 5🔗. ხვნის ბარათის და აგრობარათის დარიგება  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიწოდებული სიების მიხედვით, ბენეფიციარებისთვის ხვნის ბარათების დაბეჭდვის ორგანიზებას განახორციელებს სააგენტო. დაბეჭდილ ხვნის ბარათებს სააგენტო გადასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს, ბენეფიციარებისათვის მათი შემდგომი დარიგების მიზნით.  2. ბენეფიციარებისათვის აგრობარათები დარიგებულია 2014-2015 წლებში, სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ. შესაბამისად,ბენეფიციარებს მიღებული აქვთ აგრობარათები, ხოლო 2016 წელს დამატებულ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, აგრობარათები აიღონ სს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში. იმ ბენეფიციარებს, რომელთაც დაზიანებული ან დაკარგული აქვთ აგრობარათები, საშუალება ექნებათ, სს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში განაახლონ თავიანთი ბარათები. სააგენტო გააფორმებს ხელშეკრულებას სს „ლიბერთი ბანკთან“, რომელიც გაითვალისწინებს ბენეფიციართათვის ახალი ან/და დაკარგული ან/და დაზიანებული აგრობარათების გადაცემას და მათ შემდგომ მომსახურებას. მუხლი 6🔗. სარგებლის სახეები  1. ბენეფიციარს პროექტით გათვალისწინებული სარგებელი გადაეცემა მის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახნავი მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ გააჩნია სახნავი მიწის ნაკვეთი, მას სარგებელი გადაეცემა მის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად, აგრობარათზე ქულების ჩარიცხვის გზით. 2. ბენეფიციარები მათ მფლობელობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიების მიხედვით მიიღებენ შემდეგი სახის სარგებელს:  ა) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.25 ჰა-მდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათ იყენებენ ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ 50 ლარის ოდენობის სარგებელს, სასოფლო-სამეურნეო საქონლის სააგენტოს კონტრაქტორ(ებ)ისგან შესყიდვის მიზნობრიობით;  ბ) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან (ჩათვლით) – 1.25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათ იყენებენ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ოდენობის სარგებელს (1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით), სააგენტოს კონტრაქტორ(ებ)ისგან ხვნის მომსახურების შესყიდვის მიზნობრიობით; გ) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-დან (ჩათვლით) – 1.25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც გაშენებული აქვთ მრავალწლიანი კულტურები და არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი, მიიღებენ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ოდენობის სარგებელს (1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით), სააგენტოს კონტრაქტორ(ებ)ისგან სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესყიდვის მიზნობრიობით. 3. პროექტის ბენეფიციარების მიერ აგრობარათზე არსებული ქულების და ხვნის ბარათის გამოყენების ბოლო ვადაა 2016 წლის პირველი დეკემბერი. 4. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება აგრობარათებზე დარიცხული ქულების ათვისება 2016 წლის პირველ დეკემბრამდე, სააგენტო მოახდენს გაუნაღდებელი ქულების ანულირებას. მუხლი 7🔗. სააგენტოს კონტრაქტორები  1. სააგენტო შეიმუშავებს მოთხოვნებს პროექტის ფარგლებში, ხვნის მომსახურების მიმწოდებლებისა და სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებლების მიმართ. ამ მოთხოვნების შესაბამისად, მოხდება მათი შერჩევა და მათთან ხელშეკრულების გაფორმება.   2. შპს „მექანიზატორი“ და სამუშაოს შემსრულებელი სხვა მეწარმე სუბიექტები, პროექტის განხორციელებისას, ბენეფიციარ(ებ)ს გაუწევენ ნიადაგის ხვნის სამუშაოებს. გაწეული მომსახურების საფასურს სააგენტო, ბენეფიციარის სასარგებლოდ, გადაუხდის შესაბამის კონტრაქტორს. კერძოდ, ფერმერისგან მიღებული ხვნის ბარათის განაღდებას სააგენტოს კონტრაქტორი შეძლებს სააგენტოს კონტრაქტორ ბანკში. შპს „მექანიზატორის“ მიერ ფერმერისგან მიღებული ხვნის ბარათის განაღდებას უზრუნველყოფს სააგენტო და/ან სააგენტოს კონტრაქტორი ბანკი. შპს „მექანიზატორი“ სამუშაოს სხვა შემსრულებლებთან ერთად დაგეგმავს და კოორდინაციას გაუწევს ნიადაგის ხვნის ჩასატარებელ სამუშაოებს.  3. სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებლები, აგრობარათის ქულების სანაცვლოდ, პროექტის ბენეფიციარებს გადასცემენ სასოფლო-სამეურნეო საქონელს, კერძოდ: სასუქს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სათესლე და სარგავ მასალებს. საქონლის შესყიდვის საფასურს სააგენტო ბენეფიციარის სასარგებლოდ გადაუხდის შესაბამის კონტრაქტორს. მუხლი 8🔗. ბანკების მიერ გაწეული მომსახურება  სააგენტო ბანკ(ებ)თან დადებს კონტრაქტს 2 სახის მომსახურებაზე:  ა) აგრობარათის მომსახურებაზე სააგენტო გააფორმებს ხელშეკრულებას სს „ლიბერთი ბანკთან“, რომელიც ჩართული იქნება შემდეგ პროცესებში:  ა.ა) დამატებითი ბენეფიციარებისთვის აგრობარათების დამზადება და დარიგება;  ა.ბ) არსებული ბენეფიციარებისათვის დაკარგული ან/და დაზიანებული აგრობარათების განახლება და გადაცემა;  ა.გ) აგრობარათებზე ქულების ჩარიცხვა;  ა.დ) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელი კომპანიებისთვის პოსტერმინალების მიწოდება; ა.ე) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელი კომპანიების ანგარიშებზე ქულების ეკვივალენტური ოდენობის თანხის გადარიცხვა;  ა.ვ) აგრობარათით შესრულებული ტრანზაქციების შესახებ სააგენტოსათვის ოპერატიული ყოველთვიური ინფორმაციის მიწოდება; ბ) ხვნის ბარათების განაღდების მომსახურებაზე სააგენტო გააფორმებს ხელშეკრულებას იმ ბანკთან, რომელიც უზრუნველყოფს ბარათების განაღდებას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.   მუხლი 9🔗. სააგენტო  1. სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სიების მიხედვით, უზრუნველყოფს პერსონალური ხვნის ბარათების დაბეჭდვას და მათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის გადაცემას, შემდგომში პროექტის ბენეფიციარებისათვის დარიგების მიზნით.      სააგენტო ხელშეკრულებებს გააფორმებს სამუშაოს შემსრულებელ და სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელ კომპანიებთან. სააგენტო განახორციელებს კონტრაქტორი კომპანიების მიერ პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობის მონიტორინგს. 2. სააგენტო ხელშეკრულებას გააფორმებს ბანკებთან, რომლებიც გაწევენ შემდეგი სახის მომსახურებას:  ა) გაანაღდებენ ხვნის ბარათებს;  ბ) სს „ლიბერთი ბანკი“ უზრუნველყოფს ახალ ბენეფიციართათვის აგრობარათების დარიგებას, არსებული ბენეფიციარებისათვის დაკარგული ან/და დაზიანებული ბარათების განახლებას და გადაცემას და შემდგომ მომსახურებას. სააგენტო კოორდინაციას გაუწევს ამ ბენეფიციარებისთვის აგრობარათების დარიგების პროცესს.  3. სააგენტო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ბენეფიციარების სიებს გადასცემს სს „ლიბერთი ბანკს“, ფერმერებისთვის აგრობარათების დასამზადებლად.  4. სააგენტო უზრუნველყოფს პროექტით განსაზღვრული ყველა პროცესის სათანადო აღრიცხვის წარმოებას. პროექტის დასრულების შემდეგ, სააგენტო მოამზადებს ანგარიშს პროექტის განხორციელების შესახებ. მუხლი 10🔗. პროექტის ფინანსური ნაწილი  პროექტის ბიუჯეტი (ცხრილი №2):  პროექტის ბენეფიცარების სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 767,018 ფერმერს, საიდანაც:  ა) 478,966 ბენეფიციარისთვის გამოყოფილი იქნება 41,223,862 ლარის ოდენობის სარგებელი, ნიადაგის ხვნის მომსახურების შესყიდვის სახით;  ბ) 56,614 ბენეფიციარისთვის გამოყოფილი იქნება 4,063,923 ლარის ოდენობის სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლის სახით;  გ) 231,438 ბენეფიციარისთვის გამოყოფილი იქნება ფიქსირებული 50 ლარის ოდენობის სარგებელი, სასოფლო-სამეურნეო საქონლის სახით, რომლის ჯამური ღირებულება იქნება 11,571,900 ლარი. სულ, პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის სარგებლის სახით გამოყოფილი იქნება 56,859,685 ლარის სარგებელი, სასოფლო-სამეურნეო საქონლის და ხვნის მომსახურების შესყიდვის მიზნით.                                                     ცხრილი №2 კლასიფიცაცია ბენ რ-ბა ფართობი ჰა ხვნის სარგებელი ქულების სარგებელი სულ სარგებელი 0.25-1.25 ჰა სახნავი (მოიხნა) 478,966 294,456 41,223,862 - 41,223,862 0.25-1.25 ჰა მრავალწლიანი 56,614 29,028 - 4,063,923 4,063,923 0-0.25 ჰა სახნავი 187,787 26,768 - 9,389,350 9,389,350 0-0.25 ჰა მრავალწლიანი 43,651 5,298 - 2,182,550 2,182,550 ჯამი 767,018 355,550 41,223,862 15,635,823 56,859,685. ცხრილში მოცემული მონაცემები სავარაუდოა, ვინაიდან პოტენციური ბენეფიციარების სიების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაზუსტების შემდგომ აღნიშნული მონაცემები შეიცვლება უმნიშვნელოდ. 2014-2015 წლების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ბენეფიციარების მიერ გამოყოფილი სარგებლის ათვისების მაჩვენებელი მერყეობს 85%-ის ფარგლებში, შესაბამისად, გასაცემი სარგებლის სავარაუდო ოდენობა 2016 წელს იქნება 48,000,000 ლარის ფარგლებში. მუხლი 11🔗. პროექტის დაფინანსების წყაროები  პროექტი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (სახელმწიფო ხაზინიდან), საიდანაც გამოყოფილია 48,000,000 ლარი. მუხლი 12🔗. პროექტის მონიტორინგი სააგენტო განახორციელებს ფერმერებისათვის ხვნის ბარათების და აგრობარათების დარიგების პროცესის მონიტორინგს. სააგენტო აგრეთვე განახორციელებს კონტრაქტორი კომპანიების მიერ პროექტის ფარგლებში გაწეული საქმიანობის მონიტორინგს.