„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1653
2015 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაევალოს ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარების მიერ სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების, ასევე ფიზიკური პირების მიერ თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების მომსახურების შესყიდვის სუბსიდირების გზით, აღნიშნული პროექტის განხორციელება.“;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:
„მუხლი 13. თავთავიანი კულტურების მოსავლის აღება
1. გორის, ქარელის, ხაშურის, კასპისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში სააგენტო განახორციელებს თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების მომსახურების სუბსიდირებას იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში და/ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, 5 ჰექტრის ჩათვლით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფიზიკური პირების განსაზღვრა მოხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული სიების საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბსიდირება გავრცელდება მხოლოდ შპს „მექანიზატორის“ მიერ 2015 წლის პირველი ივლისიდან განხორციელებულ თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების სამუშაოებზე.
4. შესრულებული სამუშაოების ღირებულების შპს „მექანიზატორისთვის“ ანაზღაურება განხორციელდება შპს „მექანიზატორის“ მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი რეესტრის საფუძველზე, რომელშიც მითითებულ იქნება მომსახურების მიმღები ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სოფელი, სადაც გაწეულ იქნა მომსახურება, მიწის ფართობის ოდენობა, რომელზეც გაწეულ იქნა მომსახურება, მომსახურების ჯამური ღირებულება და მომსახურების მიმღების ხელმოწერა. აღნიშნული რეესტრი დამოწმებულ უნდა იქნეს შესაბამისი გამგებლის/მერის წარმომადგენლის ხელმოწერითა და ბეჭდით.“.
პრემიერ - მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1653. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019699.
- სად არის „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1653, 30.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019699 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2942824/