„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1018
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.021510
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1018

2016 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

 „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №52 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში 2016 წლის მაისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა მიერ სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესყიდვის ღირებულების სუბსიდირება

1. სააგენტო განახორციელებს შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში 2016 წლის 1-16 მაისის სტიქიის (სეტყვის) შედეგად იმ დაზარალებულ პირთა (შემდგომში – დაზარალებული) მიერ სასოფლო-სამეურნეო საქონლის (შემდგომში – საქონელი) შესყიდვის ღირებულების სუბსიდირებას, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც მუშავდებოდა დაზარალებულის მიერ მრავალწლიანი კულტურების მოსაყვანად.

2. დაზარალებულთა სიას განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მიაწვდის სააგენტოს.

3. სუბსიდირების თანხა 1 ჰა-ზე შეადგენს 180 ლარს, მაგრამ ერთ დაზარალებულზე არა უმეტეს 900 ლარისა. სუბსიდირება განხორციელდება აგრობარათებზე ქულების დარიცხვის სახით. სუბსიდირებას ექვემდებარება დაზარალებულის საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სეტყვის შედეგად დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

4. დაზარალებული პირების მიერ საქონლის შესყიდვა განხორციელდეს იმ სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელი პირებისაგან, რომლებიც ჩართულნი არიან „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ და გაფორმებული აქვთ სააგენტოსთან „ბენეფიციარების მიერ სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესყიდვის ღირებულების სუბსიდირების შესახებ“ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება).

5. დაზარალებული პირების მიერ საქონლის შესყიდვა განხორციელდეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

6. სააგენტო შეიმუშავებს სტიქიის (სეტყვა) შედეგად დაზარალებულ პირთა მიერ სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესყიდვის ღირებულების სუბსიდირების პროცედურას.

7. სააგენტო განახორციელებს 1-16 მაისის სტიქიის (სეტყვის) შედეგად დაზარალებულ პირთა მიერ საქონლის შესყიდვის ღირებულების სუბსიდირებას 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ 2016 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, სუბსიდიის თანხა (ქულა) არ იქნება გამოყენებული დაზარალებულის მიერ, ავტომატურად მოხდება აღნიშნული აუთვისებელი თანხის ანულირება.“.

 

პრემიერ - მინისტრი                       გიორგი კვირიკაშვილი