„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №822
2016 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №52 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებულ „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:
„მუხლი 13. შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში 2016 წლის მაისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა მიერ სასოფლო-სამეურნეო პრეპარატ(ებ)ის შესყიდვის ღირებულების სუბსიდირება
1. სააგენტო განახორციელებს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში 2016 წლის 1-16 მაისის სტიქიის (სეტყვის) შედეგად იმ დაზარალებულ პირთა (შემდგომში - დაზარალებული) მიერ სასოფლო-სამეურნეო პრეპარატ(ებ)ის (შემდგომში – პრეპარატი) შესყიდვის ღირებულების სუბსიდირებას, რომელთაც მფლობელობაში/სარგებლობაში/საკუთრებაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რაც მუშავდებოდა დაზარალებულის მიერ მრავალწლიანი კულტურების მოსაყვანად.
2. დაზარალებულთა სიას განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მიაწვდის სააგენტოს.
3. პრეპარატების ჩამონათვალს განსაზღვრავს სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და მიაწვდის სააგენტოს.
4. პრეპარატ(ებ)ის მიმწოდებელი პირები (შემდგომში – მიმწოდებელი), რომლებისგანაც მოხდება დაზარალებულის მიერ პრეპარატების შესყიდვა, განისაზღვრება სააგენტოს მიერ შემდეგი პრინციპით: პროექტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებლები, რომელთაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება სააგენტოსთან, გააჩნიათ სარეალიზაციო პუნქტები შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში და განაცხადებენ თანხმობას წინამდებარე მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებაში.
5. სააგენტო ტერიტორიულობის პრინციპით განახორციელებს დაზარალებულების გადანაწილებას მიმწოდებლებზე.
6. სააგენტო შეიმუშავებს დაზარალებულების მიმწოდებლებზე გადანაწილების პროცედურას.
7. სუბსიდირების თანხა 1 ჰა-ზე შეადგენს არაუმეტეს 180 ლარს. სუბსიდირებას ექვემდებარება დაზარალებულის მფლობელობაში/სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული სეტყვის შედეგად დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
8. სააგენტო განახორციელებს სუბსიდირებას მიმწოდებლების მიერ 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით რეალიზებულ პრეპარატ(ებ)ზე.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი