„2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №824 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1566
2016 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
„2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №824 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „2016 წელს განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №824 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს სამინისტროების და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
ა) 2016 წლის იანვარ-მარტში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 27 471 603 (ოცდაშვიდი მილიონ ოთხას სამოცდათერთმეტი ათას ექვსას სამი) ლარს (დანართი №1);
ბ) 2016 წლის აპრილ-ივნისში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია შეადგენს 12 922 114 (თორმეტი მილიონ ცხრაას ოცდაორი ათას ას თოთხმეტი) ლარს (დანართი №3).
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, 2016 წლის იანვარ-ივნისში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის ნაწილი 22 780 500 (ოცდაორი მილიონ შვიდას ოთხმოცი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდში, ამ განკარგულების №2 და №4 დანართების შესაბამისად.
3. უფლება მიეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ განკარგულების №2 დანართით განსაზღვრული თანხის გარდა, 2016 წლის იანვარ-ივნისში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია მიმართოს ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ განკარგულების №1 და №3 დანართებში მითითებული ეკონომიების მიმართვის მიზნობრიობა, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებმა ამ განკარგულების №3 დანართში მითითებული ეკონომიების მიმართვის მიზნობრიობა შეათანხმონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.
5. უფლება მიეცეთ საქართველოს სამინისტროებს, გარდა ამ განკარგულების მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული სამინისტროებისა, ამ განკარგულების №2 და №4 დანართებში მითითებული თანხების გამოკლებით, 2016 წლის იანვარ-ივნისში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია მიმართონ მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი