„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1780
2015 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:
„მუხლი 14. კახეთის რეგიონში 2015 წლის აგვისტოს სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა მიერ სპილენძის შემცველი სასოფლო-სამეურნეო პრეპარატ(ებ)ის შესყიდვის ღირებულების სუბსიდირება
1. სააგენტო განახორციელებს კახეთის რეგიონში 2015 წლის აგვისტოს სტიქიის (სეტყვის) შედეგად იმ დაზარალებულ პირთა (შემდგომში - დაზარალებული) მიერ სპილენძის შემცველი სასოფლო-სამეურნეო პრეპარატ(ებ)ის (შემდგომში - პრეპარატი) შესყიდვის ღირებულების სუბსიდირებას, რომელთაც მფლობელობაში/სარგებლობაში/საკუთრებაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რაც მუშავდებოდა დაზარალებულის მიერ მრავალწლიანი კულტურების მოსაყვანად.
2. დაზარალებულთა სიას განსაზღვრავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მიაწვდის სააგენტოს.
3. პრეპარატების ჩამონათვალი განსაზღვრულია №1 დანართით.
4. პრეპარატ(ებ)ის მიმწოდებელი პირები (შემდგომში - მიმწოდებელი), რომლებისგანაც მოხდება დაზარალებულის მიერ პრეპარატების შესყიდვა, განისაზღვრება სააგენტოს მიერ შემდეგი პრინციპით: პროექტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებლები, რომელთაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება სააგენტოსთან, გააჩნიათ სარეალიზაციო პუნქტები ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში და განაცხადებენ თანხმობას წინამდებარე მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებაში.
5. სააგენტო ტერიტორიულობის პრინციპით განახორციელებს დაზარალებულების გადანაწილებას მიმწოდებლებზე.
6. სააგენტო შეიმუშავებს დაზარალებულების მიმწოდებლებზე გადანაწილების პროცედურას.
7. სუბსიდირების თანხა 1 ჰა-ზე შეადგენს 65 ლარს. სუბსიდირებას ექვემდებარება დაზარალებულის მფლობელობაში/სარგებლობაში/ საკუთრებაში არსებული სეტყვის შედეგად დაზიანებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი არა უმეტეს 5 ჰექტრისა, რომელსაც ამუშავებდა მრავალწლიანი კულტურების მოსაყვანად.
8. სააგენტო განახორციელებს სუბსიდირებას მიმწოდებლების მიერ 2015 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით რეალიზებულ პრეპარატ(ებ)ზე.“.
პრემიერ - მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.08.2015.
- როდის იქნა მიღებული „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1780. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019827.
- სად არის „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის №134 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1780, 25.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019827 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2966931/