2016 წელს ქ. ბათუმში გასამართი საერთაშორისო კონფერენციის (მინისტერიალი) - „გარემო ევროპისათვის“ (EfE 2016) ორგანიზებასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შექმნისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 18.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020709
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- 2016 წელს ქ. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია (მინისტერიალი) − „გარემო ევროპისათვის“ (EFE 2016) ჩატარებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 04.06.2015
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
2016 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის თბილისში გასამართი გლობალური ფორუმის პლენარული სესიის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2016 წელს ქ. ბათუმში გასამართი საერთაშორისო კონფერენციის (მინისტერიალი) - „გარემო ევროპისათვის“ (EfE 2016) ორგანიზებასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შექმნისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №54
2016 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
2016 წელს ქ. ბათუმში გასამართი საერთაშორისო კონფერენციის (მინისტერიალი) – „გარემო ევროპისათვის“ (EfE 2016) ორგანიზებასთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის შექმნისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
მუხლი 1🔗
. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, 2016 წელს ქ. ბათუმში გასამართი საერთაშორისო კონფერენციის (მინისტერიალი) – „გარემო ევროპისათვის“ (EfE 2016) (შემდგომში – საერთაშორისო კონფერენცია) ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე);
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე (სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი.
მუხლი 2🔗.
სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს;
ბ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს.
მუხლი 3🔗
. დამტკიცდეს თანდართული 2016 წელს ქ. ბათუმში გასამართი საერთაშორისო კონფერენციის (მინისტერიალი) – „გარემო ევროპისათვის“ (EfE 2016) ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის დებულება.
მუხლი 4🔗
1. საერთაშორისო კონფერენციის სათანადო დონეზე ჩატარების მიზნით, ორგანიზაციული საკითხების მოგვარების უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს.
2. ამ განკარგულების საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში შეიქმნას ღონისძიების უზრუნველყოფის ჯგუფი.
3. ამ განკარგულების საფუძველზე, შეიქმნას ღონისძიების საკოორდინაციო ჯგუფი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით. ჯგუფის წევრების შემადგენლობა დამტკიცდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან შეთანხმებით.
მუხლი 5🔗.
ამ განკარგულების შესრულებისა და საერთაშორისო კონფერენციის სათანადო დონეზე ჩატარების კოორდინაცია დაევალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
მუხლი 6🔗.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი დიპლომატიური მხარდაჭერა საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მიზნით.
მუხლი 7🔗.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე პირთა უსაფრთხოება.
მუხლი 8🔗.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2016 წელს ქ. ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია (მინისტერიალი) – „გარემო ევროპისათვის“ (EFE 2016) ჩატარებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის №1164 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დანართი
2016 წელს ქ. ბათუმში გასამართი საერთაშორისო კონფერენციის (მინისტერიალი) – „გარემო ევროპისათვის“ (EfE 2016) ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. კომისიის მიზანი
2016 წელს ქ. ბათუმში გასამართი საერთაშორისო კონფერენციის (მინისტერიალი) − „გარემო ევროპისათვის“ (EfE 2016) ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია, 2016 წელს ქ. ბათუმში გასამართი საერთაშორისო კონფერენციის (მინისტერიალი) − „გარემო ევროპისათვის“ (EfE 2016) სათანადო დონეზე ჩატარების ორგანიზება.
მუხლი 2🔗. კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. კომისიის წევრის მიერ ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, კომისიის წევრი უფლებამოსილია, განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილების დელეგირება სხვა პირზე, შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილება
დასახული მიზნების მისაღწევად კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს კომისიის საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) მიმართოს თხოვნით სახელმწიფო ორგანოებს, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარების გაწევის მიზნით;
გ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა, მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები და სხვა პირები კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლის/მომზადების და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
მუხლი 4🔗. კომისიის სამდივნო
1. კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომისიის სამდივნო.
2. კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მუხლი 5🔗. კომისიის მუშაობის ორგანიზება
1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი.
2. ამ განკარგულებით განსაზღვრული საკითხების განსახილველად, კომისიის თავმჯდომარის მიწვევით, კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც.
3. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის მომხსენებელს, ხოლო სამუშაო ჯგუფი - თავისი შემადგენლობიდან სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს, კომისიის სამდივნოს წარდგინებით, განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის წევრს და სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
8. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის ოქმის მწარმოებელი პირი. სხდომის ოქმი ეგზავნებათ კომისიის წევრებს და სამუშაო ჯგუფის წევრებს.