„კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020714
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №59

2016 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

„კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ 2015 წლის დეკემბერსა და 2016 წლის იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საჭირო სახსრების გამოყოფა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ 2015 წლის დეკემბერსა და 2016 წლის იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად ანაზღაურება.“.

პრემიერ-მინისტრი           გიორგი კვირიკაშვილი