„კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2623
2015 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
„კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, მისთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან, უზრუნველყოს 4 380 000 (ოთხი მილიონ სამას ოთხმოცი ათასი) ლარის გამოყოფა და ეტაპობრივად, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციისათვის“ დანიშნულებისამებრ გადარიცხვა მის მიერ წარდგენილი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ნუსხის ნაწილში დამოწმებული ყოველთვიური ანგარიშების საფუძველზე და ამ მიზნით, მასთან სათანადო ხელშეკრულებების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმება.“.
2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „4“ პუნქტი:
„4. კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ 2015 წლის დეკემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის საჭირო სახსრების გამოყოფა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ 2015 წლის დეკემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად ანაზღაურება.“.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2623. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020448.
- სად არის „კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 იანვრის №25 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2623, 09.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020448 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3090717/