კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№275
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 28/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №275

2013 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ

1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) მიერ 2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება ყოველთვიურად (30 კალენდარულ დღეში) ანაზღაურდეს:

ა) ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტების შემთხვევაში:

ა.ა) 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით 1 კვტ/სთ-ზე 4.04 თეთრის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით;

ა.ბ) 101 კვტ/სთ-დან 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით 1 კვტ/სთ-ზე 3.54 თეთრის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით;

ბ) ინდივიდუალური მრიცხველის არარსებობისას, საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების შემთხვევაში საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით 1 კვტ/სთ-ზე 4.04 თეთრის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით;

გ) ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტებისათვის მოხმარე­­ბული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით განსაზღვრული ასანაზღაურებელი ოდენობები არაგამჭოლია და ყოველი მომხმარებლის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება მოხდება 30 კალენდარულ დღეში მოხმარებული ელექტროენერგიის სრულ რაოდენობაზე იმ ოდენობით, რომელიც განსაზღვრულია მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის რაოდენობაზე ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2 515 000 (ორი მილიონ ხუთას თხუთმეტი ათასი) ლარის გამოყოფა.

3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ წარმოდგენილი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ნუსხის ნაწილში დამოწმებული ყოველთვიური ანგარიშების საფუძველზე, უზრუნველყოს მასთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება და თანხის დანიშნულებისამებრ გადარიცხვა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად.

პრემიერ‑მინისტრი                                                  ბ. ივანიშვილი