კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 17
2013 წლის 11იანვარი
ქ. თბილისი
კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების შესახებ
1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების)მიერ 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31მარტის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება ყოველთვიურად ანაზღაურდეს:
ა) ინდივიდუალური მრიცხველის მქონე აბონენტების შემთხვევაში 1კვტ/სთ-ზე 3,54 თეთრის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით, გარდა იმ აბონენტებისა, რომელთა მიერ კონკრეტული საანგარიშსწორებო თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება 30 1 კვტ/სთ-ს;
ბ)ინდივიდუალური მრიცხველის არარსებობისას , საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების შემთხვევაში საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით 1 კვტ/სთ-ზე 3,54 თეთრის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 875 000 (რვაას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარის გამოყოფა.
3 . საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“მიერ წარმოდგენილი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ,საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ნუსხის ნაწილში დამოწმებული ყოველთვიური ანგარიშების საფუძველზე, უზრუნველყოს მასთან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმება და თანხის დანიშნულებისამებრ გადარიცხვა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად .
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი