ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესისა და გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 |
|
2016 წლის 1 თებერვალი ხაშური |
|
2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.
3. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ები)ს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისგან.
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმით ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალ ისწინებული შეთხვევებისა.
3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.
4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას ამ მუხლის მე-2 -მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით:
ა) ელექტრონული ფორმით – ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე;
ბ) ბეჭდური ფორმით – ხაშურის მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტრიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე.
2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე: www.khashuri.org.ge.
3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო განცხადებების დაფების გამოყენებით, რომელიც უნდა განთავსდეს დასახლებების უბნების მიხედვით, უბანში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე არანაკლებ ერთი საინფორმაციო განცხადების დაფის ოდენობით.
4. ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი.
5. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება ხაშურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას ან/და ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.
1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი.
2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
შენიშვნა: კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში. |