სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2016 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ

მიღების თარიღი 02.02.2016
ძალაში შესვლა 29.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 120260020.10.003.019110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2016
matsne.gov.ge 397 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.02.2016 მიღება
29.01.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 99% 25.01.2018 სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 03.02.2017 სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2015 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 29.01.2015 სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 07.02.2023 სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2021 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 98% 29.01.2021

დოკუმენტის ტექსტი

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2016 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №46 2016 წლის 2 თებერვალი    ქ. თბილისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2016 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ მუხლი 1🔗 „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლისა და „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა ორგანიზებულად გაწვევის მიზნით: 1. მოქალაქეთა 2016 წლის საგაზაფხულო გაწვევა განხორციელდეს 2016 წლის პირველი თებერვლიდან 2016 წლის 30 ივნისამდე. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 720-ით. 3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1020-ით. 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1000-ით. 5. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 443-ით. 6. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში, ამავე მუხლის მე-2 − მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული უწყებების წერილობითი მოთხოვნების შემთხვევაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2016 წლის საგაზაფხულო გაწვევის პროცესი შესაბამის უწყებაში შეიძლება შეწყდეს ამავე მუხლის მე-2 − მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებამდე. 8. 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის (შემდგომში – თბილისის რაიონი) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში – მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული) რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისიისათვის, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამწვევი კომისიისათვის (შემდგომში – გამწვევი კომისია) განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის. 10. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში. 11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს. 12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 29 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი