შპს „საქართველოს სამთო საქმიანობის კომპანიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 01.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №115
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020769
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.02.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ახალი ქართული ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ შპს „გიო-2014-ის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლაბეი დეველოპმენტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 მაისი №19/05/03 განკარგულებისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ლაბეი დეველოპმენტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №1813 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ლაბეი დეველოპმენტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შპს „საქართველოს სამთო საქმიანობის კომპანიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №115
2016 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „საქართველოს სამთო საქმიანობის კომპანიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 61 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 71 მუხლის 13 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, შპს „საქართველოს სამთო საქმიანობის კომპანიაზე“ გაცემულ, მარტვილის მუნიციპალიტეტში ტეხურის ოქროს, კობალტის, ვერცხლის, ტყვიის, თუთიისა და სპილენძის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში შეიტანოს შემდეგი ცვლილებები:
ა) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მოქმედების ვადა განსაზღვროს 2033 წლის 1 იანვრამდე;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და მარაგების ანგარიშის წარდგენის ვადა განსაზღვროს 2021 წლის 1 იანვრამდე;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, 5 (ხუთი) წლის ვადაში დახარჯოს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარისა;
დ) ლიცენზიის მფლობელის მიერ შესასრულებელი სამუშაოები და ამ სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯების ოდენობა და ვადები განისაზღვროს ამ განკარგულების დანართის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს განკარგულების განუყოფელ ნაწილს;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს დანართით განსაზღვრული ყოველწლიურად შესრულებული სამუშაოების შესახებ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით გათვალისწინებული ერთ-ერთი აუდიტორული მომსახურების გამწევი იურიდიული პირის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს მითითებული თანხების ხარჯვის ნაწილს;
ვ) ამ განკარგულების „ბ – ე“ ქვეპუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 10 (ათი) კალენდარულ დღეში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს კომერციული ბანკის მიერ გაცემული 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ ორი თვით უნდა აღემატებოდეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას (ძალაში უნდა იყოს 2021 წლის 01 მარტამდე);
ზ) ამ განკარგულების „ბ − ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გახდება საბანკო გარანტიის უპირობოდ გამოთხოვის საფუძველი;
თ) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის ფარგლებში გაწეული ნებისმიერი ფინანსური დანახარჯები (მიუხედავად შესწავლის შედეგებისა) სახელმწიფოს მიერ არ იქნება ანაზღაურებული.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი