შპს „გიო-2014-ის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№96
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022960
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №96

2017 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

შპს „გიო-2014-ის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების  ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

 

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში − დებულება) 74 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-3 მუხლის 23-ე პუნქტის საფუძველზე, ქედის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბზანას (მდინარე დოლოგანი) მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროების არსებობის გამო, მდინარის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, შპს „გიო-2014“ (ს/ნ:446755299) 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მდინარე ბზანას (მდინარე დოლოგანი) კალაპოტში მოიპოვოს 16 800 (თექვსმეტი ათას რვაასი) მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

732409

4602969

2

732392

4602954

3

732338

4602942

4

732297

4602923

5

732243

4602924

6

732206

4602909

7

732186

4602939

8

732239

4602944

9

732294

4602959

10

732355

4602966

11

732375

4602966

12

732396

4602984

13

732399

4603002

14

732407

4602990

S = 0,56 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – შპს „გიო-2014“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

3. შპს „გიო-2014-ის“ მიერ ამ განკარგულებით განსაზღვრული პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი