შპს „ენგური - 2015“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1633
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024353
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1633

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „ენგური - 2015“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაჭახლისწყლისა და მდინარე ლეჩას მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საშიშროების არსებობის გამო, მდინარეების კალაპოტში არსებული ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, შპს „ენგური– 2015“ (ს/ნ: 419997622) 5 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს ინერტული მასალა შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

ა) მდინარე მაჭახლისწყლის კალაპოტში, სოფ. ქედქედისა და სოფ. კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზე – 13350 კბ.მ ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში):

 

X

Y

1

728102

4599556

2

728142

4599574

3

728204

4599553

4

728268

4599469

5

728252

4599432

S = 0. 89 ჰა

WGS 1984;

 

ბ) მდინარე მაჭახლისწყლის კალაპოტში, სოფ. აჭარისაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე – 51150 კბ.მ ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში):

 

X

Y

1

732219

4600150

2

732250

4600126

3

732203

4600000

4

732110

4599921

5

731992

4599843

6

731852

4599722

7

731822

4599745

8

732012

4599920

9

732087

4600016

S = 3. 41 ჰა

WGS 1984;

 

       გ) მდინარე ლეჩას კალაპოტში, სოფ. ორთაბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე – 2550 კბ.მ ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში):

 

X

Y

1

727574

4613307

2

727583

4613350

3

727612

4613379

4

727623

4613403

5

727645

4613452

6

727652

4613443

7

727628

4613400

8

727612

4613357

9

727583

4613311

S = 0. 17 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – შპს „ენგური – 2015“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით;

გ) წიაღითსარგებლობის შესაბამის ობიექტებზე წიაღის მოპოვების სამუშაოები განახორციელოს შპს „ბათუმი პეტროლიუმსა“ და შპს „ბაკურთან“ შეთანხმებით, მათ მიერ განსაზღვრული პირობების დაცვით;

დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

      

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი