საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის ქართული მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №118
2016 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო კომისიის ქართული მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“1995 წლის 25 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების მე-10 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:
| დიმიტრი ქუმსიშვილი |
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; |
| გენადი არველაძე |
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; |
| ზურაბ ბერიძე |
| საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში; |
| დავით ჯალაღანია |
| საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; |
| ნოდარ კერესელიძე |
| საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; |
| ლევან ხარატიშვილი |
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; |
| მარიამ ვალიშვილი |
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; |
| რევაზ ჯაველიძე |
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე; |
| ნინო ტუსკია |
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი; |
| დავით საგანელიძე |
| სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი; |
| გიორგი პერტაია |
| სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი; |
| ნინო გრძელიშვილი |
| ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი; |
| ირაკლი ქაშიბაძე |
| სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე; |
| მარიამ ლაშხი |
| სსიპ – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; |
| გიზო ჭელიძე |
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი; |
| გიორგი ჩოგოვაძე |
| სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; |
| ნიკოლოზ გოგილიძე |
| სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე; |
| სოფიო მუჯირი |
| სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე; |
| ალექსანდრე ხვთისიაშვილი |
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; |
| მაია გუნცაძე |
| სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; |
| ნინო მატიაშვილი |
| დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი; |
| ნატო ჩიქოვანი |
| საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე; |
| მამუკა ტალახაძე |
| სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე; |
| ქეთევან სალუქვაძე |
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; |
| ნინო ცეცხლაძე |
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; |
| მარიამ გაბუნია |
| საქართველოს ეკო ნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთო-ბების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; |
| ეკა ყუბუსიძე |
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმუ-ლობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი; |
| ანი ვაშაყმაძე
|
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე ბის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთო-ბების დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი. |
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველო-ბულგარეთის ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის ქართული მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის №128 განკარგულება.
3. განკარგულება ძალაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან.
პრემიერ-მინისტრი გ . კვირიკაშვილი