საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№182
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020803
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №182

2016 წლის 4თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერგანსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 5 აპრილის №4485-Iს დადგენილებითრატიფიცირებული საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის პირველ მარტსგაფორმებული დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (გეო: ურბანული მომსახურებისგაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა),საქართველოსპარლამენტის 2011 წლის 3 ივნისის №4730-Iს დადგენილებით რატიფიცირებულისაქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2011 წლის 10 მაისს გაფორმებულისასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურებისგაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1), საქართველოს ფინანსთასამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტროსა (შემდგომში - სამინისტრო) და შპს „საქართველოს გაერთიანებულიწყალმომარაგების კომპანიას“(ს/კ: 412670097) (შემდგომში - კომპანია) შორის 2011 წლის 30 ივნისსგაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების (ურბანული მომსახურების გაუმჯობესებისსაინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1), საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 9დეკემბრის №5455-IIს დადგენილებით რატიფიცირებული საქართველოსა და აზიი ს განვითარების ბანკს შორის 2011 წლის პირველ დეკემბერს გაფორმებული სასესხოხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესებისსაინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს,სამინისტროსა და კომპანიას შორის 2012 წლის 13 იანვარს გაფორმებული ქვესასესხოხელშეკრულების (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა -პროექტი 2), საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 20 თებერვლის №2032-IIსდადგენილებით რატიფიცირებული საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის2013 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების“ (სპეციალურიოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი3), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სამინისტროსა და კომპანიას შორის 2014 წლის 7მარტს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების (ურბანული მომსახურებისგაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3), საქართველოს პარლამენტის 2015წლის 20 მარტის №3408-IIს დადგენილებით რატიფიცირებული საქართველოსა და აზიისგანვითარების ბანკს შორის 2015 წლის 5 თებერვალს გაფორმებული სასესხოხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესებისსაინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს,სამინისტროსადა კომპანიასშორის 2015 წლის 26 მარტს გაფორმებული ქვესასესხოხელშეკრულების (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა -პროექტი 4), საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 23 დეკემბრის №4704-რსდადგენილებითრატიფიცირებული საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის2015 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებ ის (ჩვეულებრივიოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი5) დასაქართველოს პარლამენტის 2015 წლის 23 დეკემბრის №4703-რს დადგენილებითრატიფიცირებულისაქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 26ოქტომბერს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებ ის (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)შესაბამისად:

1. სამინისტრომ „საქართველოს 2016წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონი სსაფუძველზე განსაზღვრული „ურბანულიმომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი)(ADB)“ - ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 04 05)გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო სახსრები ეტაპობრივად გადაურიცხოსკომპანიას, კომპანიის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად.

2. კომპანიისათვის ამ განკარგულების პირველი პუნქტითგათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების გადარიცხვის პროცედურებისგანსახორციელებლად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლისპირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხლების შესაბამისად, სამინისტრომუზრუნველყოსკომპანიასთან თანხების გადარიცხვის შესახებ ადმინისტრაციული ხელშეკრულებისგაფორმება.

3. კომპანიას უფლება აქვს მიღებული თანხებით გასწიოს ხარჯები, აგრეთვესაკუთარი სახსრებით შეასრულოს აზიის განვითარების ბანკის მიერ განსაზღვრულიშესყიდვების პროცედურებით სამუშაოს, საქონლისა და მომსახურების კატეგორიებისფარგლებში გაფორმებული შესყიდვის ხელშეკრულებების შესაბამისად განსახორციელებელიფინანსური ვალდებულებები, რომელთა ანაზღაურება შემდგომში განხორციელდება აზიისგანვითარების ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

4. სამინისტრომ განახორციელოს ამ განკარგულების პირველი პუნქტითგათ ვ ალისწინებული საბიუჯეტო სახსრების კომპანიის კაპიტალში შეტანა.

5. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდებაგადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ თითოეული გადარიცხული თანხის სრულა დ გახარჯვის შემდეგ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი    გ. კვირიკაშვილი