შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №68 |
|
2016 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი |
|
1. პროგრამის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფორმირება და შრომის ბაზრის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
2. პროგრამის ამოცანებია:
ა) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა და განვითარება;
ბ) მონაცემთა შეგროვების მეთოდიკის შემუშავება და დანერგვა;
გ) ინფორმაციის წყაროების გამოვლენა;
დ) შრომის ბაზრის კომპონენტთა უწყვეტი კვლევა;
ე) საჭიროებებიდან გამომდინარე სპეციალური კვლევების ჩატარება;
ვ) დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO-2008) ბაზაზე დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორის შემუშავება;
ზ) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) სოციალური პარტნიორები;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციები;
დ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
ე) სამუშაოს მაძიებლები;
ვ) ბიზნესსუბიექტები;
ზ) საგანმანათლებლო დაწესებულებები;
თ) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
პროგრამის ღონისძიებებია:
ა) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მოდელის დანერგვა და განვითარება;
ბ) მოძიებული ინფორმაციის ანალიზი და სისტემის მომხმარებლებისთვის მიზნობრივი ანგარიშების მომზადება;
გ) შრომის ბაზრის ანალიზის შედეგების გავრცელება;
დ) შრომის ბაზრის საკითხებზე ტრენინგების ორგანიზება;
ე) საჭიროებიდან გამომდინარე სპეციალური კვლევების ჩატარება;
ვ) კვლევების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების განსაზღვრა/კვლევების ინსტიტუციონალიზაცია;
ზ) „დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორის“ შემუშავება.
1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 785 000 ლარით.
2. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი − 35 05) გათვალისწინებული ასიგნება.
პროგრამის შესრულების ინდიკატორებია:
ა) შექმნილია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ვებპორტალი;
ბ) შესწავლილი და გაანალიზებულია შრომის ბაზრის შესახებ არსებული ინფორმაცია და მომზადებულია შესაბამისი ანგარიშები;
გ) შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ვებპორტალის, ბეჭდური მასალების, სემინარებისა და შეხვედრების საშუალებით;
დ) ჩატარებულია ტრენინგები პროგრამის სამიზნე ჯგუფებისათვის;
ე) განხორციელებულია დამატებითი კვლევები;
ვ) განსაზღვრულია კვლევის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები და განხორციელებულია შესაბამისი კვლევები;
ზ) შემუშავებული და დამტკიცებულია „დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორი“.
მუხლი 6. პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი.
2. ამ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილებისა და „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №733 დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები🔗
1. პროგრამის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფორმირება და შრომის ბაზრის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 2. პროგრამის ამოცანებია: ა) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა და განვითარება; ბ) მონაცემთა შეგროვების მეთოდიკის შემუშავება და დანერგვა; გ) ინფორმაციის წყაროების გამოვლენა; დ) შრომის ბაზრის კომპონენტთა უწყვეტი კვლევა; ე) საჭიროებებიდან გამომდინარე სპეციალური კვლევების ჩატარება; ვ) დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO-2008) ბაზაზე დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორის შემუშავება; ზ) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება.ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.07.2017.
- როდის იქნა მიღებული „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.02.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №68. სარეგისტრაციო კოდი — 010240010.10.003.019132.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.07.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №68, 11.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019132 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3190551/