შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №341 |
|
2017 წლის 12 ივლისი ქ. თბილისი |
|
პროგრამის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარება, სრულყოფა და შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
პროგრამის აქტივობებია:
ა) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარება;
ბ) შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის ინსტიტუციონალიზაცია;
გ) საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებითი კვლევების ჩატარება;
დ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საინფორმაციო ნაკადების იდენტიფიცირება;
ე) სისტემის მომხმარებლებისათვის ანგარიშის მომზადება;
ვ) სისტემაზე საინფორმაციო აქტივობების ორგანიზება.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) სოციალური პარტნიორები;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციები;
დ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;
ე) სამუშაოს მაძიებლები;
ვ) ბიზნესსუბიექტები;
ზ) საგანმანათლებლო დაწესებულებები;
თ) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 524 000 ლარით.
2. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით (პროგრამული კოდი 24 01) გათვალისწინებული ასიგნება – ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.
პროგრამის შესრულების ინდიკატორებია:
ა) სისტემაში გამოქვეყნებული ცვლადები;
ბ) განხორციელებული კვლევა მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვით;
გ) კვლევის საფუძველზე მოპოვებული თვისებრივი და რაოდენობრივი ინფორმაცია, იდენტიფიცირებული პრობლემები და მომზადებული რეკომენდაციები;
დ) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში განთავსებული ყოველწლიური ანგარიში;
ე) განხორციელებული ღონისძიებები და ჩატარებული შეხვედრები.
1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტი.
2. ამ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.01.2018.
- როდის იქნა მიღებული „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 12.07.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №341. სარეგისტრაციო კოდი — 010240010.10.003.020050.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.01.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.01.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №341, 12.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.020050 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3743746/