შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №248 |
|
2015 წლის 2 ივნისი ქ.თბილისი |
|
1. პროგრამის მიზანია, საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა და განვითარება, რომელიც ორიენტირებული იქნება შრომის ბაზრის მონიტორინგზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებაზე, განხორციელებული პროგრამების შედეგების შეფასებაზე, მონაცემთა მოძიება/შეგროვების მეთოდოლოგიის სრულყოფასა და შრომის ბაზრის შესახებ სხვადასხვა მონაწილე მხარისა თუ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე.
2. პროგრამის ამოცანებია:
ა) მონაცემთა შეგროვების მეთოდიკის შემუშავება და დანერგვა;
ბ) ინფორმაციის წყაროების გამოვლენა და სრულყოფა დამატებითი კვლევების საფუძველზე;
გ) შრომის ბაზრის კომპონენტთა უწყვეტი კვლევა;
დ) დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCO 2008 ბაზაზე დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორის შემუშავება;
ე) შრომის ბაზრის მონაცემთა ანალიზის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინფორმაციის მომხმარებლამდე დაყვანა;
ვ) სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სისტემის მომხმარებლები:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) სოციალური პარტნიორები;
გ) საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები;
დ) კვლევითი ინსტიტუტები;
ე) სამუშაოს მაძიებლები;
ვ) ინვესტორები;
ზ) საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ.
პროგრამის ღონისძიებებია:
ა) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა;
ბ) არსებული ნორმატიული აქტების რევიზია;
გ) შრომის ბაზრის არსებული ინფორმაციული ნაკადების განსაზღვრა;
დ) მოძიებული ინფორმაციის ანალიზი და დანაკლისების გამოვლენა;
ე) შრომის ბაზრის ანალიზისთვის მნიშვნელოვანი ცვლადების გამოვლენა/განახლება;
ვ) კვლევების ინსტიტუციონალიზაციისთვის ადამიანური და ფინანსური რესურსის განსაზღვრა;
ზ) სისტემის მომხმარებლებისთვის მიზნობრივი ანგარიშების მომზადება;
თ) შრომის ბაზრის ანალიზის შედეგების გავრცელება;
ი) შრომის ბაზრის ანალიზისა და კვლევების შედეგების გამოყენებისთვის ტრენინგების ორგანიზება;
კ) „დასაქმების სტანდარტული ეროვნული კლასიფიკატორის“ შემუშავება (ISCO-2008-ის ბაზაზე);
ლ) პროფესიათა აღწერების მომზადება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (წელიწადში არანაკლებ 50 პროფესია);
მ) ამ პროგრამის მიზნებისათვის ტერმინი „პროფესიათა აღწერები“ ნიშნავს სამუშაოს აღწერილობებს.
1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 700, 000 ლარით.
2. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისთვის“ (35 05 − პროგრამული კოდი) გათვალისწინებული ასიგნება.
პროგრამის შესრულების ინდიკატორებია:
ა) სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის შესწავლილი და შეფასებულია არსებული ნორმატიული ბაზა უწყებების დონეზე. პასუხისმგებელი ცენტრალური სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულია რეკომენდაციები და საჭირო ცვლილებათა პროექტ(ებ)ი;
ბ) შესწავლილი და გაანალიზებულია შრომის ბაზრის შესახებ არსებული ინფორმაცია. შეფასებულია ინფორმაციების მოძიება/შეგროვების მეთოდოლოგიები. დადგენილია ინფორმაციის დანაკლისები და აღნიშნულის შესახებ მომზადებულია ანგარიში და რეკომენდაციები;
გ) შრომის ბაზრის მონიტორინგის შედეგების ანგარიშები ვებგვერდისა და ბეჭდვითი მასალების გავრცელების საშუალებით ხელმისაწვდომია თითოეული დაინტერესებული მხარისათვის;
დ) განსაზღვრულია შრომის ბაზრის მონიტორინგისათვის მნიშვნელოვანი ცვლადები; მოთხოვნის, მიწოდების, სამუშაო ძალის ფასისა და სამუშაო ძალაზე დანახარჯების, შრომითი მიგრაციისა და ა.შ. კომპონენტთა კვლევების ინსტიტუციონალიზაციაზე პასუხისმგებელი უწყებები; ადამიანური და ფინანსური რესურსები;
ე) ადამიანური რესურსების განვითარების სქემებისა და მეთოდების (პროფესიული კონსულტირება და კარიერული დაგეგმვა, პროფესიული მომზადება და გადამზადება) გამოყენებით, დასაქმებული სამუშაოს მაძიებლების რაოდენობა;
ვ) გამოქვეყნებული ანგარიშებისა და შრომის ბაზრის მონიტორინგის შედეგების გამოყენებისათვის ორგანიზებული ტრენინგების რაოდენობა.
1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი.
2. ამ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილებისა და „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №733 დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა2. ამ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.