საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.12.2014 ბოლო ცვლილება 31.08.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№748
სარეგისტრაციო კოდი
460080000.10.003.018367
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №748

2014 წლის 30დეკემბერი

ქ.თბილისი

საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში ჭადრაკის განვითარების  სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზნები და ამოცანები

პროგრამის მიზნები და ამოცანებია:

ა) საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა;

ბ) საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების სათანადო დონეზე მომზადება, ქართველი მოჭადრაკეების საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობა;

გ) საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებების მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფა (მათ შორის, მსოფლიო გრან პრის გათამაშება, მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი, მსოფლიო თასის გათამაშება, ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი);

დ) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების, საკლუბო შეჯიბრებებისა და სხვა ტურნირების ჩატარების ხელშეწყობა;

ე) ქ. ბათუმში, 2018 წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მაღალ დონეზე გამართვა და აღნიშნულის ორგანიზებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ვ) ჭადრაკში წარმატებული მომავალი თაობის აღზრდის მიზნით, ა(ა)იპ -თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის საქმიანობის ხელშეწყობა;

ზ) საქართველოს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საჭადრაკო ცენტრად გადაქცევა;

თ) მოჭადრაკეების, მწვრთნელებისა და ჭადრაკში მომუშავე სხვა სპეციალისტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) ვეტერანი მოჭადრაკეების ხელშეწყობა და მათი სახელობის ტურნირების გამართვა;

კ) რეგიონებში ჭადრაკის განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;

ლ) „ჭადრაკი სკოლებში“ პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა;

მ) 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციასთან შეთანხმებით, ჭადრაკის ხელშეწყობის, პოპულარიზაციისა და განვითარების პროექტების განხორციელება.

მუხლი 2. პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა

პროგრამის განხორციელების მიზნით:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები 2015-2018 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებში შესაბამისი ასიგნებების ასახვის მიზნით, რომ უზრუნველყოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის, საერთო ჯამში, 33 178 649 (ოცდაცამეტი მილიონ ას სამოცდათვრამეტი ათას ექვსას ორმოცდაცხრა) ლარის გამოყოფა (წლების მიხედვით, №1 დანართში მითითებული ხარჯების დასაფინანსებლად);

ბ) ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები:

ბ.ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015-2018 წლების ბიუჯეტებში, საერთო ჯამში,   3 579 000 (სამი მილიონ ხუთას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარის ასიგნებების ასახვის მიზნით (წლების მიხედვით, №2 დანართში მითითებული ხარჯების დასაფინანსებლად);

ბ.ბ) 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისათვის შესაბამისი დარბაზების (7000 კვ.მ ფართი) მოწყობის მიზნით;

გ) ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, რომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  ღონისძიებები:

გ.ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015-2018 წლების ბიუჯეტებში, საერთო ჯამში, 1 812 500 (ერთი მილიონ რვაას თორმეტი ათას ხუთასი) ლარის ასიგნებების ასახვის მიზნით (წლების მიხედვით, №3 დანართში მითითებული ხარჯების დასაფინანსებლად);

გ.ბ) ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლის სარემონტო სამუშაოების დაფინანსების მიზნით;

დ) ეთხოვოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომ უზრუნველყონ მუნიციპალიტეტებში საჭადრაკო კლუბების აღდგენა/შექმნა, ა(ა)იპ - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობით ხელი შეუწყონ მათ მუშაობას  და არ დაუშვან იმ ობიექტების პროფილის შეცვლა და პრივატიზება სხვა კომერციული მიზნებით გამოყენებისთვის, რომლებშიც განთავსებულია აღნიშნული საჭადრაკო კლუბები;

ე) საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და ა(ა)იპ - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან ერთად, განიხილოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და დაწყებით კლასებში ჭადრაკის სწავლების შემოღების საკითხი;

ვ) ეთხოვოთ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო სატელევიზიო კომპანიებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ფართოდ გაშუქება.

მუხლი 3. პროგრამის დანართებში მითითებული თანხების განაწილება შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ა(ა)იპ - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე.

საქართველოში ჭადრაკის განვითარების

სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1🔗

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამა“.

მუხლი 2🔗

📎 დანართები (1)
დანართები.docx PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗