„საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№449
სარეგისტრაციო კოდი
460080000.10.003.020765
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/09/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №449

2018 წლის 31 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3024-რს,  5.07.2018 წ.) მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №748 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 460080000.10.003.018367) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები 2015-2018 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებში შესაბამისი ასიგნებების ასახვის მიზნით, რომ უზრუნველყოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის საერთო ჯამში 31 313 649 (ოცდათერთმეტი მილიონ სამას ცამეტი ათას ექვსას ორმოცდაცხრა) ლარის გამოყოფა (წლების მიხედვით, №1 დანართში მითითებული ხარჯების დასაფინანსებლად);“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ა(ა)იპ – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან ერთად განიხილოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და დაწყებით კლასებში ჭადრაკის სწავლების შემოღების საკითხი;“.

2. პროგრამის №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



„დანართი №1

 

საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში 2015-2018 წლების სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის  გათვალისწინებული ასიგნებებიდან გასაწევი ხარჯები

წელი

ღონისძიების დასახელება

თანხა ლარებში

 

 

 

2015

საერთაშორისო საშეჯიბრო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები

473500

ეროვნული საშეჯიბრო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები

199500

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის ხარჯები

525000

ფიდეს (ჭადრაკის მსოფლიო ფედერაცია) და ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით საქართველოში გასამართი ტურნირები, მათ შორის, ვაჟთა მსოფლიო გრან პრის გათამაშება

312500

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციასთან შეთანხმებით, ჭადრაკის ხელშეწყობის, პოპულარიზაციისა და განვითარების პროექტების ხარჯები

312500

სულ:

1823000

 

 

 

 

2016

საერთაშორისო საშეჯიბრო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები

497175

ეროვნული საშეჯიბრო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები

209475

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის ხარჯები

551250

ევროპული საჭადრაკო კავშირის ეგიდით გასამართი კონფერენცია – „ჭადრაკის საგანმანათლებლო როლი სკოლებში“

100000

მსოფლიოს კადეტთა (8-10-12 წ.) ჩემპიონატი

230000

ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალთა მსოფლიო გრან პრის გათამაშება

450000

სულ:

2037900

 

 

 

2017

საერთაშორისო საშეჯიბრო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები

522034

ეროვნული საშეჯიბრო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები

219950

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის ხარჯები

578815

მსოფლიო თასის გათამაშება

3000000

სულ:

4320799

 

 

 

 

2018

საერთაშორისო საშეჯიბრო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები

548150

ეროვნული საშეჯიბრო კალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები

231000

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის ხარჯები

607800

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი (ქალები და ვაჟები)

360000

ქ. ბათუმში გასამართი მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების ხარჯები

21385000

სულ:

23131950

საერთო ჯამი:

31313649

 

დანართი №2

 


საქართველოში ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  2015-2018 წლების  ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან გასაწევი ხარჯები

წელი

ხარჯების დასახელება

თანხა ლარებში

2015

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხარჯები

170000

სულ:

170000

 

 

 

 

2016

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხარჯები

150000

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საწევროს ხარჯები

375000

2016 წლის ბაქოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე გასამართი 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის პრეზენტაციის (საგამოფენო ფართის იჯარის, სამივლინებო და სხვ.) ხარჯები

62500

სულ:

587500

 

 

 

2017

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხარჯები

162000

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საწევროს ხარჯები

312500

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტების ხარჯი

281100

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ვებპორტალის შექმნისა და ფუნქციონირების  ხარჯები

53900

სულ:

809500

 

 

 

 

2018

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხარჯები

282000

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საწევროს ხარჯები

500000

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტების ხარჯი

330000

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების („მგზავრობის გრანტი“) შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები

350000

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებით, სარეკლამო და საბეჭდი მასალის ხარჯები

170000

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებული სხვადასხვა საქონლისა და მომსახურებების (მათ შორის, საოფისე ფართის ან სხვადასხვა სივრცის იჯარის/ქირავნობის)  ხარჯები

150000

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი (ქალები და ვაჟები)

230000

სულ:

2012000

საერთო ჯამი:

3579000