ფიზიკური პირის, თამარ აბზიანიძის, საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №196
2016 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
ფიზიკური პირის, თამარ აბზიანიძის, საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფიზიკური პირი თამარ აბზიანიძე (პ/ნ №01005001512) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ფიზიკურ პირს, თამარ აბზიანიძეს, შორის 2008 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი