შპს„ნეო სინემას“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 11.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №224
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020825
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.02.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების საჯარისო სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერი“ ორგანიზებით დაგეგმილ სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შპს„ნეო სინემას“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №224
2016 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „ნეო სინემას“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ნეო სინემას“ მიერ მხატვრული ფილმის – „ჩემი ხატია სამშობლო“ პრომორგოლის გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს „ნეო სინემასათვის“ (ს/კ: №438728290) სათანადო დახმარების გაწევა და 1 (ერთი) დღის ვადით შპს „ნეო სინემას“ მიერ 48 (ორმოცდარვა) ლარის სანაცვლოდ (მიმღები: სახელმწიფო ხაზინა TRESGE22, მიმღების ანგარიში: 200122900, სახაზინო კოდი: 302006500) დანართით განსაზღვრული რესურსებით უზრუნველყოფა.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
დანართი
1. ავტომანქანა „პიკაპი“ – 1 (ერთი) ერთეული.
2. პისტოლეტი „პმ“ 9X18 მმ – 1 (ერთი) ცალი.
3. ავტომატი „აკმ“ 7.62X39 მმ – 1 (ერთი) ცალი.
4. ფუჭი ვაზნა 7,62X39 – 30 (ოცდაათი) ცალი.
5. ჩაფხუტი – 11 (თერთმეტი) ცალი.
6. ფორმა საველე კომუფლირებული (მულტიკამი) – 11 (თერთმეტი) კომპლექტი.
7. განტვირთვის ჟილეტი – 11 (თერთმეტი) ცალი.
8. ზურგჩანთა – 11 (თერთმეტი) ცალი.
9. წყლის მათარა – 11 (თერთმეტი) ცალი.
10. კარდალა – 11 (თერთმეტი) ცალი.
11. ფეხოსნის მცირე ნიჩაბი – 11 (თერთმეტი) ცალი.
12. მაღალყელიანი ფეხსაცმელი – 11 (თერთმეტი) წყვილი.
13. პარალონი – 11 (თერთმეტი) ცალი.