„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 აგვისტოს N20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4-14
სარეგისტრაციო კოდი
040030000.35.101.016266
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4-14

2016 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუქნტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 აგვისტოს  №20-80 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 05/08/2015, სარეგისტაციო კოდი: 040030000.35.101.016192) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორს მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ;

ა.გ) საქართველოს კანონი  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ა.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

ა.ე) საქართველოს ორგანული კანონი  „საქართველოს შრომის კოდექსი“;

ა.ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-88 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის  წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“;

ა.ზ) საქართველოს კანონი ,,პაციენტის უფლებების შესახებ“.

 

ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო – მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული;

გ) პროფესია/სპეციალობა: სავალდებულო (ერთ-ერთი მაინც) – საჯარო მმართველობა, სამართალმცოდნეობა, უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტში;

დ) სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო - არანაკლებ 5 (ხუთი) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასურველია  გააჩნდეს სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) ენების ცოდნა:

 ენა                                                                         წერითი უნარები                              მეტყველება

 

ე.ა) ქართული (სავალდებულო)                         ძალიან კარგი                                ძალიან კარგი

ე.ბ) ერთ-ერთი უცხო ენა (სავალდებულო)       ძალიან კარგი                               ძალიან კარგი

 

ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო – Microsoft Office Word – (ძალიან კარგი);   Microsoft Office Excel – (ძალიან კარგი);

ზ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; მოწესრიგებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდურად მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 აგვისტოს N20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 აგვისტოს N20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.02.2016.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 აგვისტოს N20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 აგვისტოს N20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 19.02.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4-14. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.35.101.016266.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 აგვისტოს N20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 აგვისტოს N20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 აგვისტოს N20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 აგვისტოს N20-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №4-14, 19.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016266 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3197739/