საქართველოს სახელით სს”სამშენებლო კომპანია თბილისის”კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/3847-2014
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 19 თებერვალი
ქ . თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს „სამშენებლო კომპანია თბილისის”კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გამოარკვია :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ მიმართ.
სს „სამშენებლო კომპანია თბილისის”გაკოტრების მმართველ ის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა მოვალის ქონების მოძიებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის მიზნით.
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს სს „სამშენებლო კომპანია თბილისის” კრედიტორთა კრება მოვალის ქონების მოძიებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა :
1. მოწვეული იქნეს სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1.მოვალის ქონების მოძიებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვ ა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2016წლის 6 აპრილს 12:00საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის№24 სხდომათა დარბაზში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6).
3. დაევალოს სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი